15 ივნისი, 2018

2018 წლის პირველი კვარტლის შედეგები

share

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ქონებრივი რისკების დაზღვევის ბაზარზე და 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გამომუშავებული პრემიის მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 34%-იან წილს ფლობს. ავტოდაზღვევის მიმართულებით, ალდაგს ბაზრის 35% უჭირავს, ხოლო ქონების დაზღვევის მიმართულებით - 34%-ს ფლობს. 2018 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ავტოდაზღვევაში 3,129 სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურდა, ხოლო ქონებაში - 976. ალდაგის მიერ ანაზღაურებული ზარალი ჯამურად 9.8 მილიონ ლარს შეადგენს.

2017 წელს სადაზღვევო კომპანია ალდაგი World Finance Global Insurance Awards-ის მიერ საქართველოში საუკეთესო მზღვეველად დასახელდა. ალდაგი უკვე 28 წელია, სტაბილურად ვითარდება და ქმნის ქართული დაზღვევის ისტორიას. World Finance კვარტალური ელექტრონული გამოცემაა რომელიც ფინანსური სექტორის, საერთაშორისო ბიზნესის და მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციების ანალიზს ახორციელებს. ასევე ახდენს დაჯილდოებებს სხვადასხვა მიმართულებით, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა.

Best Life and General Insurance Company, Georgia - ტიტული ალდაგმა 2017 წლის შედეგების მიხედვით მიიღო.

 

სხვა ახალი ამბები

20 დეკემბერი, 2018

უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების...

03 დეკემბერი, 2018

საახალწლო ავტო-აქცია

ალდაგში საახალწლო ავტოაქცია დაიწყო! შეიძინე ავტოდაზღვევის სრული პაკეტი  და მიიღე ალდაგის საჩუქრები მეტი...

21 ნოემბერი, 2018

ექსკლუზიური სადაზღვევო პირობები Wehost ბინათმფლობელებისთვის

ალდაგის და სტარტაპ კომპანია Wehost-ის თანამშრომლობის ფარგლებში, Wehost-ის მომხმარებლებისთვის ქონების დაზღვევის...

12 სექტემბერი, 2018

ალდაგი - 2018 წლის საუკეთესო მზღვეველი

2018 წელს სადაზღვევო კომპანია ალდაგი Global Brand Magazine -ის მიერ საქართველოში ავტოდაზღვევის...