უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების შემსრულებელი დასაქმებულის დაზღვევა სავალდებულო ხდება.

სავალდებულო დაზღვევის შეძენა აუცილებელია ყველა იურიდიული პირისთვის, მათ შორის, ინდმეწარმისთვის, რომელსაც მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილების საფუძველზე მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შემსრულებლის სტატუსი მიენიჭა.

დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა დაზარალებულისა და დამსაქმებლის ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს.

უბედური შემთხვევის შედეგად, შრომისუუნაროოდ დარჩენის ან გარდაცვალების შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურებას ალდაგი დაზღვეულ თანამშრომლზე ან მისი ოჯახის წევრზე გასცემს. ასანაზღაურებელი თანხა წინასწარ შეთანხმებული ლიმიტის შესაბამისად განისაზღვრება.

თანამშრომელთა სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში, ალდაგი გთვაზობთ უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევას, რომელიც სრულიად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.