სადაზღვევო კომპანია ალდაგის საჩუქარი მრვალშვილიან დედას
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

ალდაგის 25 წლიან იუბილესთან დაკავშირებით, წელს ჩვენმა კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა ახალ სოციალურ პროექტს, რომლის განხორციელებაშიც ალდაგის თითოეულ თანამშრომელს, პარტნიორსა და მომხმარებელს მიუძღვის წვლილი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, შეარჩია ერთი ოჯახი - დედა და ოთხი შვილი, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში, ნანგრევებში ცხოვრობენ, არ აქვთ შუქი, გათბობა და ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო არანაირი პირობა. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი აზრით, ჩვენი მოქალაქეების ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებელია ჯანსაღი გარემო და განსაკუთრებით, ბავშვებისთვის აუცილებელია, რომ იყვნენ დაზღვეულები მძიმე სოციალური პირობებისგან, წინასაახალწლოდ პატარა საჩუქრების მომზადების ნაცვლად ჩვენ ერთი დიდი საქმე გავაკეთეთ, შერჩეულ ოჯახს საჩუქრად გადავეცით ბინა ახალ აშენებულ სახლში. შორენა ბოშაშვილი და მისი ოთხი შვილი: გიორგი, პეტრე, სანდრო და ნიკა ახალ წელს საკუთარ, თბილ სახლში შეხვდებიან.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადსხვა პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.