გაიგე როგორ მიიღო შეღავათი ავტო დაზღვევაზე
17 ივლისი, 2019
თუ ფიქრობ, რომ კარგი მძღოლი ხარ და ავტო დაზღვევა არ გჭირდება, ან თუ გგონია, რომ ის ზედმეტად ძვირი ღირს, უნდა გაიგო, რას გთავაზობს ალდაგი.
ალდაგი გთავაზობს შენზე მორგებულ ფასს, რომელიც სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგი მძღოლი ხარ და რამდენად პასუხისმგებლიანად მართავ ავტომობილს. მართვის კარგი გამოცდილება უკვე გაძლევს იმის შანსს, რომ ალდაგისგან ავტო დაზღვევაზე უკეთესი ფასი მიიღო.
რა შემთხვევაში ითვლები კარგ (უზარალო) მძღოლად?
უზარალო ხარ იმ შემთხვევაში თუ ავტოსაგზაო შემთხვევა შენ არ გამოგიწვევია და ეს „მოულოდნელობა“ სხვისი მიზეზით მოხდა. აბა დაფიქრდი, რამდენად მაღალია იმის შანსი, რომ მიდიოდე შენთვის წყნარად კუთვნილ ზოლში და სრულიად მოულოდნელად შეგეჯახოს რომელიმე ამ მიზეზით კონცენტრაციადაკარგული უწყინარი მძღოლი:
-
სასწრაფო საქმეზე სმს-ს აგზავნიდა;
-
სარკეში ჩაიხედა, თვალში რაღაც ჩაუვარდა;
-
გვერდით არ გამოუხედავს, გამოუძინებელია;
-
ვიღაცამ უხერხულად ჩაუჭრა და საჭე გადმოგიწია;