ხშირად დასმული კითხვები
რა არის ვინ კოდი?
მანქანის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც უმეტესად განთავსებულია მანქანის საქარე მინაზე, ან მანქანის ძარაზე.
რა არის არაანაზღაურებადი მინიმუმი?
არაანაზღაურებადი მინიმუმი, ანუ ფრანშიზა - კლიენტის თანამონაწილეობა ზარალში, რომელიც ყოველთვის დააკლდება ზარალის ოდენობას და მზღვეველი დარჩენილ თანხას აანაზღაურებს. გარდა იმ შემთხვევისა, როცა კლიენტს აქვს შეძენილი უფრანშიზო დაზღვევა
სად ხდება მანქანის შეკეთება?
თუ მანქანის ხნოვანება 2 წელს არ აღემატება, ანუ მანქანა ახალია, მაშინ შესაძლებელია მისი შეკეთება მოხდეს შესაბამის ცენტრში. სხვა შემთხვევაში, თუ მანქანის ხნოვანება აღემატება 2 წელს, მისი შეკეთება ხდება პროვაიდერ კომპანიებში, მაგ: აკა მოტორსში, ოტო მოტორსში.