პროდუქტის აღწერა

რა არის „მწვანე ბარათი“? 
 

„მწვანე ბარათი“ არის სადაზღვევო პოლისი, რომელიც ფარავს მესამე პირის წინაშე თქვენს პასუხისმგებლობას საქართველოს საზღვრებს გარეთ მომხდარი სადაზღვევო შემთხვევებისას.

„მწვანე ბარათი“ ესაჭიროება ყველა სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც საქართველოს საზღვარს გადაკვეთს. 

არსებობს „მწვანე ბარათის“ საერთაშორისო სისტემა, რომლის მიზანია A ქვეყნიდან B ქვეყანაში ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას გქონდეთ A ქვეყანაში გაცემული ავტოტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებული მესამე პირების წინაშე წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც B ქვეყანაშია აღიარებული.
მოკლე ინფორმაცია სისტემის შესახებ

საერთაშორისო სადაზღვევო სისტემის ფარგლებში ალდაგის შვილობილი კომპანია "აუტო ვეი" გასცემს 2 ტიპის პოლისს:


-    Green Card, „მწვანე ბარათი“ - ავტოტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებული მესამე პირების წინაშე წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა საერთაშორისო სისტემის ქვეყნების* ფარგლებში. აღნიშნული ტიპის პოლისს აქვს 2 ქვე-ტიპი, რომლებიც მოიცავს შემდეგ ტერიტორიულ არეალს: 
     
-    სისტემის „green card” ყველა ქვეყანა, გარდა რუსეთისა; ან 
     
-    ბელარუსის რესპუბლიკა, მოლდოვის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა ან უკრაინა
 

-    ოსაგო - ავტოტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებით მესამე პირების წინაშე წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე
 

ორივე ტიპის პოლისი გაიცემა როგორც ფიზიკურ (მათ შორის ინდ.მეწარმეზე), ასევე იურიდიულ პირზე.
ორივე ტიპის პოლისის შემთხვევაში პოლისი გაიცემა მხოლოდ:

-    საქართველოში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის დასაზღვევად
-    საქართველოში რეგისტრირებული ტრანზიტული ნომრის მქონე ავტოტრანსპორტის დასაზღვევად
სადაზღვევო პერიოდი: მინიმუმ 15 დღე

 

საჭირო დოკუმენტაცია პოლისის გასაფორმებლად

 

პოლისის გასაფორმებლად ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს:  
-    მანქანის ტექპასპორტი (ასლი)
-    მანქანის მეპატრონის საერთაშორისო პასპორტი ან პირადობის მოწმობა
-    მისამართი
-    საკონტაქტო ტელ. ნომერი
-    მინდობილობა (იმ შემთხვევაში თუ ხელმომწერი სხვაა)
 

პოლისის გასაფორმებლად იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:  
-    მანქანის ტექპასპორტი (ასლი)
-    ორგანიზაციის დირექტორის/დირექტორების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პასპორტი ან პირადობის მოწმობა)
-    დამფუძნებლის/დამფუძნებლების, მეწილეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში; პასპორტი ან პირადობის მოწმობა)
-    საკონტაქტო ტელ. ნომერი
-    მინდობილობა (იმ შემთხვევაში თუ ხელმომწერი სხვაა)
*იურიდიული პირის შემთხვევაში, AML-ს ეგზავნება მოთხოვნა იდენტიფიცირებისათვის

შეიძინე ახლავე
დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი ფინანსების დასაცავად