პროდუქტის აღწერა

ვისთვის არის სავალდებულო მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა?  

მასობრივი თავშეყრის ობიექტებისთვის:

  •     სავაჭრო ცენტრი

  •     ბაზრობა

  •     ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური

  •     სასტუმრო

ალდაგი გთავაზობთ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას, რომელიც სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.


2017 წლის 28 დეკემბრის მთავრობის დადგენილებით:

  •     მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
  •     აღნიშნული დაზღვევის სახეობა სავალდებულოა მასობრივი თავშეყრის ობიექტის ფუნქციონირების სრული პერიოდის განმავლობაში


სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მიზანია მასობრივი თავშეყრის ობიექტებში და ამ ობიექტებიდან გამომდინარე, მესამე პირთა პირადი და ქონებრივი ინტერესების დაცვა.

 

დაფარული რისკები

სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევით ანაზღაურდება მასობრივი თავშეყრის ობიექტში კონსტრუქციის ნგრევის (მათ შორის სამგზავრო ლიფტის ვარდნის), ხანძრის ან აფეთქების შედეგად მესამე პირის სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისათვის ან/და ქონებისათვის მიყენებული ზიანი. ასევე ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისთვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანი, რომელიც წარმოადგენენ მესამე მხარეს. 

 

შეიძინე ახლავე
დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი ფინანსების დასაცავად