პროდუქტის აღწერა

ხშირად, ახალი სახლის შეძენა არ არის საკმარისი შენი მშვიდი მომავლის უზრუნველსაყოფად, ამისათვის ქონების დაზღვევა დაგჭირდება. შეიძინე "ახალი ბინის" პოლისი და განაგრძე ცხოვრება მშვიდად.

"ახალი ბინის" დაზღვევა მოქმედებს 2006 წლის შემდეგ აშენებული, ბინებისა და სახლებისთვის.

შენ შეგიძლია დააზღვიო:

  • კონსტრუქციული ელემენტები (კარკასი)
  • შიდა მოპირკეთება (სარემონტო სამუშაოები)
  • საყოფაცხოვრებო, საინჟინრო მოწყობილობები
  • ავეჯი
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა
  • სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები
  • მობილური ელექტროტექნიკა
დამატებითი ინფორმაცია
პოლისი მოიცავს
ბუნებრივი კატაკლიზმები

დაზღვეული ქონების დაზიანება, გამოწვეული: შტორმით, ქარიშხლით, გრიგალით, სეტყვით, წყალდიდობით, მეწყრით, ზვავის ჩამოწოლით, უხვთოვლიანობით

მიწისძვრა

დაზღვეული ქონების დაზიანება, განადგურება მიწისძვრის ბიძგების შედეგად

დატბორვა

დაზღვევის ფარგლებში ანაზღაურდება წყალ-საკანალიზაციო სისტემის მოულოდნელად მწყობრიდან გამოსვლის შედეგად გამოწვეული ხარჯები

აფეთქება

თუ დაზღვეული ქონება გაზქურის ან საშინაო მიზნებისათვის გამოყენებადი გამათბობლის აფეთქების შედეგად დაზიანდა, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით იფარება

მეხის დაცემა

დაზღვეული ქონების დაზიანება, გამოწვეული ბუნებრივი გიგანტური ელექტრონული განმუხტვით ატმოსფეროში,რომელსაც თან სცდევს ქუხილი

ხანძარი

თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა სახლში გაჩენილი ღია ცეცხლით, ანაზღაურდება ხანძრის შედეგად გამოწვეული ხარჯები

ქურდობა

ანაზღაურდება ზარალი, თუ ზიანი მოგადგა შეღწევითი ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის და ვანდალიზმის შედეგად

მესამე პირისადმი პასუხისმგებლობა

მეზობლებისათვის მიყენებული ზარალის დაზღვევა

შეიძინე ახლავე
დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი ფინანსების დასაცავად