ჩემი ბინა
"ჩემი ბინის" ფარგლებში შეგიძლია ისარგებლო სპეციალური პირობებით, 1950 წლის შემდეგ აშენებული, ბინებისა და სახლებისთვის. დააზღვიე შენი სახლი და დაიცავი ოჯახის ბიუჯეტი გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.
შენ შეგიძლია დააზღვიო:
- კონსტრუქციული ელემენტები (კარკასი)
- შიდა მოპირკეთება (სარემონტო სამუშაოები)
- ავეჯი
- საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- საყოფაცხოვრებო ნივთები
დაზღვეული ქონების დაზიანება, გამოწვეული: შტორმით, ქარიშხლით, გრიგალით, სეტყვით, წყალდიდობით, მეწყრით, ზვავის ჩამოწოლით, უხვთოვლიანობით
დაზღვეული ქონების დაზიანება, განადგურება მიწისძვრის ბიძგების შედეგად
დაზღვევის ფარგლებში ანაზღაურდება წყალ-საკანალიზაციო სისტემის მოულოდნელად მწყობრიდან გამოსვლის შედეგად გამოწვეული ხარჯები
თუ დაზღვეული ქონება გაზქურის ან საშინაო მიზნებისათვის გამოყენებადი გამათბობლის აფეთქების შედეგად დაზიანდა, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით იფარება
დაზღვეული ქონების დაზიანება, გამოწვეული ატმოსფეროში ბუნებრივი, გიგანტური ელექტრონული განმუხტვით, რომელსაც თან სდევს ქუხილი
თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა სახლში გაჩენილი ღია ცეცხლით, ანაზღაურდება ხანძრის შედეგად გამოწვეული ხარჯები
ანაზღაურდება ზარალი, თუ ზიანი მოგადგა შეღწევითი ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის და ვანდალიზმის შედეგად