პროდუქტის აღწერა

ხშირად, სახლისა თუ ეზოს მოწესრიგება და მოვლა არ არის საკმარისი მშვიდი ცხოვრებისთვის, ამისათვის აუცილებელია მათი დაზღვევა სხვადასხვა რისკებისგან. 
"ჩემი ეზოს" დაზღვევა მოიცავს სპეციალურ სადაზღვევო პირობებსა და დაფარვებს 1950 წლის შემდეგ აშენებული, ქვის ან აგურის, საკუთარი სახლებისა და აგარაკებისათვის.

შენ შეგიძლია დააზღვიო:

  • კონსტრუქციული ელემენტები (კარკასი)
  • შიდა მოპირკეთება (სარემონტო სამუშაოები)
  • ავეჯი
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა
  • საყოფაცხოვრებო ნივთები
დამატებითი ინფორმაცია
პოლისი მოიცავს
ბუნებრივი კატაკლიზმები

დაზღვეული ქონების დაზიანება, გამოწვეული: შტორმით, ქარიშხლით, გრიგალით, სეტყვით, წყალდიდობით, მეწყრით, ზვავის ჩამოწოლით, უხვთოვლიანობით

მიწისძვრა

დაზღვეული ქონების დაზიანება, განადგურება მიწისძვრის ბიძგების შედეგად

დატბორვა

დაზღვევის ფარგლებში ანაზღაურდება წყალ-საკანალიზაციო სისტემის მოულოდნელად მწყობრიდან გამოსვლის შედეგად გამოწვეული ხარჯები

აფეთქება

თუ დაზღვეული ქონება გაზქურის ან საშინაო მიზნებისათვის გამოყენებადი გამათბობლის აფეთქების შედეგად დაზიანდა, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით იფარება

მეხის დაცემა

დაზღვეული ქონების დაზიანება, გამოწვეული ატმოსფეროში ბუნებრივი, გიგანტური ელექტრონული განმუხტვით, რომელსაც თან სდევს ქუხილი

ხანძარი

თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა სახლში გაჩენილი ღია ცეცხლით, ანაზღაურდება ხანძრის შედეგად გამოწვეული ხარჯები

ქურდობა

ანაზღაურდება ზარალი, თუ ზიანი მოგადგა შეღწევითი ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის და ვანდალიზმის შედეგად

შეიძინე ახლავე
დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი ფინანსების დასაცავად