სამოგზაურო დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევის შეძენა არის საუკეთესო გადაწყვეტილება შენი მოგზაურობის დასაცავად უსიამოვნო მოულოდნელობისგან.
სამოგზაურო დაზღვევა, ასევე არის დოკუმენტი, რომლის წარდგენაც აუცილებელია სხვადასხვა ქვეყნის საზღვრის კვეთისას და საელჩოში ვიზის მისაღებად.
სადაც არ უნდა მიემგზავრებოდე, მნიშვნელოვანია შენს სამოგზაურო გეგმებზე მორგებული პირობებისა და დაფარვების მქონე პოლისის სწორად შერჩევა.
2 სადაზღვევო პოლისი განსხვავებული დაფარვებით
• სტანდარტი
• კომფორტი
უბედური შემთხვევის ან უეცარი ავადმყოფობის გამო, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ დაზღვეულისთვის გაწეული მომსახურების და/ან დაზღვეულის უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების ხარჯები, სადაც შესაძლებელია მისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა.
სამედიცინო მომსახურების ხარჯები, გაწეული გადაუდებელ მდგომარეობაში მყოფი დაზღვეულისთვის, რომელიც არ საჭიროებს სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე მეტი ხნით დაყოვნებას.
გადაუდებელ მდგომარეობაში მყოფი დაზღვეულისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები, რომელიც არ საჭიროებს სამედიცინო დაწესებულებასი 24 საათზე მეტი ხნით დაყოვნებას.
კბილის ტკივილის კუპირების და დიაგნოზის შესაბამისად, კბილის გადაუდებელი ექსტრაქციის ხარჯები
სამედიცინო მომსახურების ხარჯები, რომელიც გაეწია დაზღვეულს, თვალის მწვავე ტრამვული დაზიანების შემთხვევაში
დაშავებული დაზღვეულის (გარდაცვალების შემთხვევაში, დაზღვეულის ცხედრის) ავია ან ავტო ტრანსპორტირება საქართველოს უახლოეს საერთაშორისო აეროპორტამდე, ან საქართველოს ტერიტორიის უახლოეს სასაზღვრო გამტარ პუნქტამდე
ხარჯები, რომელიც გადახდილია დამზღვევის/დაზღვეულის მიერ და არ ექვემდებარება დამზღვევისთვის/დაზღვეულისათვის დაბრუნებას, ან რაიმე სხვა სახით კომპენსირებას, თუ მოგზაურობის დაწყებამდე დაზღვეული იძულებული გახდება გააუქმოს მოგზაურობა, დაფარული დღეების განმავლობაში, პოლისის პირობებში მითითებული რომელიმე დაზღვეული რისკის (გაუქმების მიზეზის) ხდომილების შედეგად.
საქართველოში დასაბრუნებლად დამატებით გაწეული ხარჯებიდან ბილეთის გამოცვლას, ან ერთი გზა ეკონომ-კლასის ბილეთის შეძენას შორის უმცირესი ხარჯი, ასევე, დაფარული ხარჯების გამოუყენებელი ნაწილის ის ოდენობა, რომელიც არ ექვემდებარება დამზღვევის/დაზღვეულისათვის დაბრუნებას, ან რაიმე სხვა სახით კომპენსირებას, გარდა უკვე წინასწარ შეძენილი უკან დასაბრუნებელი ბილეთის ღირებულებისა, იმ შემთხვევაში, თუ გამგზავრების შემდგომ დაზღვეული იძულებული გახდება, ვადაზე ადრე შეწვიტოს მოგზაურობა, დაფარული დღეების განმავლობაში, პოლისის პირობებში მითითებული რომელიმე დაზღვეული რისკის (ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზის) ხდომილების შედეგად
ხარჯები, რომელიც გადახდილია დამზღვევის/დაზღვეულის მიერ და არ ექვემდებარება დამზღვევისათვის/დაზღვეულისთვის დაბრუნებას, ან რაიმე სხვა სახით კომპენსირებას, თუ დაზღვეული იძულებულია, შეწყვიტოს მოგზაურობა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლისგან შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის მიღების გამო
ხარჯები, შესაბამისი ქველიმიტის ფარგლებში, თუ დაზღვეულის მომსახურე ავიაკომპანია დაკარგავს მოგზაურობის განმავლობაში, თვითმფრინავით მგზავრობისას, დაზღვეულის მიერ ჩაბარებულ ბარგს
შესაბამისი ქველიმიტის ფარგლებში, ავიარეისის გადადების/დაგვიანების გამო დაზღვეულის მიერ აეროპორტში ღამის გათენების მიზნით სასტუმროზე გაწეული ხარჯები, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია უარს აცხადებს აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებაზე და გაწეული ხარჯები არ ექვემდებარება დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის დაბრუნებას ან რაიმე სხვა სახით კომპენსირებას
შესაბამისი ქველიმიტის ფარგლებში, ის ხარჯები (დაცვის ხარჯების ჩათვლით), რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება ეკისრება დაზღვეულს მოგზაურობის პერიოდის განმავლობაში მოულოდნელი შემთხვევის დადგომის შედეგად შემდეგი ზიანით გამოწვეული ზარალისათვის: მესამე პირისათვის მიყენებული სხეულის დაზიანება და/ან მესამე პირის მატერიალური ქონების ფიზიკური დაზიანება