ალდაგმა მაჭახელას ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურა
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

კომპანია „ალდაგმა“ სამიკიტნო „მაჭახელას“ ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურა

შპს „მაჭახელა სამიკიტნოს“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგთან“ 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დაზღვეული ჰქონდა თუმანიანის #23-ში მდებარე ობიექტი, (კერძოდ: შენობა, შიგთავსი და სარემონტო სამუშაოები). მათივე ინფორმაციით, 2018 წლის აპრილში მომხდარი ძლიერი ხანძრის შედეგად, მნიშვნელოვნი ზიანი მიადგა კომპანიის კუთვნილ შენობას, რემონტსა და ობიექტის შიგთავსს. მომხდარი ხანძრის შედეგად „მაჭახელას“ „ალდაგთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა. 


ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.
„შპს „მაჭახელა სამიკიტნოსთან“ „ალდაგს“ ათწლიანი, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული კომპანია ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან თანამშრომლობით, კომპანიას მიეცა საშუალება, ასეთი მასშტაბური ზარალი სრულად ანაზღაურებოდა. ვფიქრობ, ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი სტაბილური და ფინანსურად ძლიერი პარტნიორი, როგორიც დაარსების დღიდან არის „ალდაგი“. ჩვენთან თანამშრომლობით, დაზღვეულ ორგანიზაციას შეუძლია მშვიდად წარმართოს თავისი ბიზნეს საქმიანობა, რადგანაც ნაკისრ ვალდებულებებს „ალდაგი“ მუდამ ასრულებს“, -განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა. 

„მაჭახელა სამიკიტნოს“ წარმომადგენელის ბელა კუტიბაშვილის თქმით, სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობით, მათ შემთხვევის შედეგად მოსალოდნელი სირთულეების აცილება შეძლეს. 

„2018 წლის აპრილში ჩვენს ობიექტზე მომხდარი ხანძრის შედეგად, მნიშვნელოვნად განადგურდა ჩვენი კუთვნილი ქონება და საკმაოდ სოლიდური ზარალი მოგვადგა. აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ დაზღვეული გვქონდა ჩვენი კუთვნილი ქონება, რაც ხანძარმა თითქმის გაგვინადგურა. „ალდაგთან“ თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით მაქსიმალურად აგვეცილებინა თავიდან ის სირთულეები, რაც მომხდარ შემთხვევას შეიძლება მოჰყოლოდა. აღსანიშნავია, მიყენებული ზარალი, ჩვენს კომპანიას „ალდაგმა“ სრულად აუნაზღაურა. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები მყისიერად ჩაერთნენ მომხდარი შემთხვევის დარეგულირების პროცესში და შესაბამისად, კომპანიამ შეძლო გართულებების და მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე გაეგრძელებინა საქმიანობა. სასიხარულოა, როდესაც თანამშრომლობა ისეთ ფინანსურად მდგრად და საიმედო პარტნიორთან, როგორიც „ალდაგია“, – განაცხდა ბელა კუტიბაშვილმა.