ალდაგის 1 წლიანი დაზღვევა საჩუქრად ვოლვო ქარს საქართველოს მომხმარებლებს
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

„ალდაგისა“ და „ვოლვო ქარს საქართველოს“ ერთობლივი აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს რომლებიც 31 დეკემბრამდე შეიძენენ მოდელს Volvo XC60, საჩუქრად გადაეცემათ ალდაგის 1 წლიანი ავტოდაზღვევის პოლისი.

„ალდაგის“ დაზღვევა ვოლვოს მფლობელებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მოულოდნელი ფინანსური დანაკარგებისგან დაიცავს. დაზღვევა ფარავს ყველა რისკს, როგორებიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა; სტიქიური მოვლენები, მათ შორის ყველაზე გავრცელებული სეტყვა; ე.წ. „დამხვდა დაზიანებული“ შემთხვევები და სხვა. დაზღვევა უფრანშიზოა და დაზიანების შემთხვევაში ავტომობილის მფლობელს არანაირი ხარჯის გაწევა არ მოუწევს.

Volvo XC60 გახლავთ საშუალო ზომის SUV-ი, იგივე ქროსოვერი, აღნიშნული მოდელი წარმოდგენილია როგორც Momentum, ასევე R-Design სპორტული ინტერიერით და ექსტერიერით, იგი აღჭურვილია მრავალი თანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიით. Volvo XC60 გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და ეკონომიურობით, მას გამოარჩევს პანორამული ჭერი, ტყავის სალონი, Bowers&Wilkins-ის და Harman Kardon-ის აუდიო სისტემა. XC60-ს აქვს 360 გრადუსიანი ხედვის კამერა, რაც პარკირებას უფრო კომფორტულს ხდის.

შეგახსენებთ, აქცია მოქმედებს 31 დეკემბრამდე და დაზღვევა ავტომობილის შეძენისთანავე ამოქმედდება. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ტესტ დრაივით და გამოსცადოთ Volvo XC60-ის შესაძლებლობები, ტესტ დრაივით სარგებლობისთვის გადადით ბულზე

https://www.volvocars.com/ge/forms/testdrive.