თუ დახმარება გჭირდება, აქ იპოვი პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე
ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში, როცა მანქანა დაზღვეულია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად და ანაზღაურდება ზარალის ის ნაწილი რა პროპორციაშიც არის სადაზღვევო თანხა საბაზრო ღირებულებასთან. მაგ: 10 000$ ღირებულების მანქანა დაზღვეულია 5 000$-ად (ანუ, საბაზრო ღირებულების 50%). თუკი ზარალი დადგება 2 000$-ის ოდენობით, მაშინ ანაზღაურდება 1 000$ (2 000$-ის 50%), ხოლო თუ დამზღვევს აქვს შეძენილი ფრანშიზიანი პროდუქტი, ასანაზღაურებელ თანხას დააკლდება ფრანშიზის ოდენობაც.
ალდაგის სატარიფო სტრუქტურით, 2500$ არის დადგენილი მინიმალური სადაზღვევო თანხა, რა ფასშიც იზღვევა ავტომანქანა. აქედან გამომდინარე, თუ მომხმარებელს სურს ნაკლები ღირებულების მანქანის დაზღვევა, დავაზღვევთ ავტომობილს გამონაკლისის სახით საბაზრო ფასის შესაბამისად, თუმცა ის გადაიხდის 2500$-იანი მანქანის შესაბამის პრემიას.
გამომუშავებული სადაზღვევო პრემია - სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში კონკრეტული თარიღისთვის სადაზღვევო პერიოდის დასაწყისიდან ასეთ თარიღამდე განვლილი დროის მონაკვეთის პროპორციული პრემიის ოდენობა
მაგალითად: ვთქვათ თქვენს მიერ გადახდილი წლიური პრემია უდრის 400$-ს. დაზღვევიდან მე-6 თვეს გადაწყვიტეთ გაგეუქმებინათ სადაზღვევო ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, გამოდის რომ 6 თვის მანძილზე თქვენი დაზღვევა იყო ძალაში და საჭიროების შემთხვევაში მზღვეველი აგინაზღაურებდათ ზარალს, შესაბამისად 6 თვის პროპორციული პრემია არ დაგიბრუნდებათ (ის უკვე გამომუშავებულია 200$).
რადგან გსურთ სადაზღვევო ხელშეკრულების გაუქმება და შემდეგი 6 თვის მანძილზე თქვენი დაზღვევა აღარ იქნება ძალაში, შესაძლებელია რომ გამოუმუშავებელი პრემია, იმ დროის პროპორციულად, რომლის მანძილზეც აღარ ისარგებლებთ დაზღვევით უკან დაგიბრუნდეთ ( გამოუმუშავებელი პრემია -200$). გამოუმუშავებელი პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუკი ანაზღაურებულია, თუნდაც მინიმალური ოდენობის ზარალი.
მზღვევლი არ აანაზღაურებს პატრულის ჯარიმის თანხას. ანაზღაურებას ექვემდებარება, მხოლოდ უშუალოდ ზარალის ოდენობა.
პრემია უნდა დაიფაროს სრულად, თუკი მზღვეველი კომპანიის მხრიდან დამზღვევის სასარგებლოდ გაიცა ნებისმიერი ოდენობის ანაზღაურება.
იმ შემთხვევაში, თუ ალდაგში დაზღვეულ ავტომობილს მიაყენებენ ზიანს, ხოლო ბრალეული მხარე განსხვავდება დამზღვევისგან/უფლებამოსილი მძღოლისგან, ალდაგი დამზღვევს ზარალს სრულად უნაზღაურებს (მაშინაც კი თუ ფრანშიზიანი პროდუქტი აქვს შეძენილი). ამასთან, მზღვეველი დამზღვევისთვის ანაზღაურებულ თანხას ამოიღებს იმ ბრალეული მხარისგან, რომელსაც წარმოეშვა სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ აენაზღაურებინა მიყენებული ზიანით გამოწვეული ხარჯები.
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი, ტექსპასპორტი, ვინ კოდი, მანქანის და მანქანის სალონის სურათები
ზარალის დროს ურეკავთ ალდაგის ქოლ-ცენტრს (2 444 999) და საპატრულო პოლიციას.
მესამე პირია ნებისმიერი ის პირი, რომელიც არ არის მზღვეველი ან დამზღვევი და არ მონაწილეობს მზღვეველსა და დამზღვევს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაში. ამ განმარტების თანახმად, მესამე პირად ვერ ჩაითვლება უფლებამოსილი მძღოლი, დაზღვეული მანქანის მგზავრები, ოჯახის წევრები და პირველი რიგის ნათესავები, თანამშრომლები ან დაქვემდებარებულები.
მანქანის გაყიდვის შემთხვევაში, მანქანას დაზღვევა არ გადაჰყვება. მნიშვნელოვანია, რომ მანქანის გასხვისების ფაქტის შესახებ აცნობოთ კომპანიას.