ექსპედიტორისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა

ექსპედიტორისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა უზრუნველყოფს ტვირთის დაცვას გადაზიდვისას


ექსპედიტორისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა უზრუნველყოფს ტვირთის დაცვას გადაზიდვისას გაუთვალისწინებელ უბედურ შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მესამე მხარის ზიანი და/ან ქონებრივი ზარალი.

მნიშვნელოვანი სიახლე

შემცირდა ქვეკონტრაქტორის პასუხისმგებლობის დაზღვევის ლიმიტის მოთხოვნა. ნაცვლად 250 000 აშშ დოლარისა განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ეს ვალდებულება სრულად მოიხსნა.

აღნიშნული სადაზღვევო პოლისი ფარავს:

  • ტვირთებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას (Cargo and Related Liabilities)
  • პასუხისმგებლობას ჯარიმებზე და გადასახადებზე (Liability for Fines and Duties)
  • იურიდიულ პასუხისმგებლობას მესამე პირის მიმართ (Third Party Legal Liability)
  • მოთოვნებთან დაკავშირებულ ხარჯებს (Claims Expenses)

ტვირთი და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა (Cargo and Related Liabilities)

ანაზღაურდება:

  • ზარალი, რომელიც გამოწვეულია ტვირთის ფიზიკური დაზიანებით ან დანაკარგით იმ პირობით, თუ დადგება ექსპედიტორის/გადამზიდავი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობა
  • ზარალი, რომელიც გამოწვეულია ქვეკონტრაქტორის ან მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ან მათ მიერ მართული ხომალდის ან დანადგარების ფიზიკური დაზიანებით ან დაკარგვით
  • ტვირთის ფიზიკური დაზიანების ან დანაკარგის შედეგად მიყენებული არაპირდაპირი ზიანი, რომელიც გამომდინარეობს ექსპედიტორის/გადამზიდავი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობის დადგომით და ქვეკონტრაქტორის ან მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ან მათ მიერ მართული ხომალდის ან დანადგარების ფიზიკური დაზიანებით ან დაკარგვით
  • ზარალი, რომელიც გამოწვეულია კომპანიის წარმომადგენლის ან ქვეკონტრაქტორის გაუფრთხილებელი ქმედებით/შეცდომით:
    • ტვირთის არასათანადო მისამართზე მიტანა
    • არაუფლებამოსილი პირისათვის მიწოდება
    • ტვირთის დამუშავების დაყოვნება და სხვა

პასუხისმგებლობა ჯარიმებზე და გადასახადებზე (Liability for Fines and Duties)

ანაზღაურდება:

  • ნებისმიერ იმ მოთხოვნასთან დაკავშირებული ზარალი, რომელთა მიმართ კომპანიას დაეკისრება იურიდიული პასუხისმგებლობა ფისკალური გადასახადებისა და ჯარიმების სახით (ჯარიმები, ბაჟის, საცალო ბრუნვის გადასახადი, სააქციზო გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი, ხელისუფლების ორგანოების მიერ კომპანიაზე ან კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებზე დაკისრებული ნებისმიერი ფისკალური გადასახადები და ჯარიმები)
  • ზარალი, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერი ნორმის, სამართლებრივი და საკანონმდებლო მოთხოვნების წინასწარი განზრახვის გარეშე დარღვევით, თუ ეს უშუალოდ უკავშირდება კომპანიის მომხმარებლების ტვირთის ან აღჭურვილობის იმპორტს, ექსპორტს, იმიგრაციას და სამუშაო პირობების უსაფრთხოებას

იურიდიული პასუხისმგებლობა მესამე მხარის მიმართ (Third Party Legal Liability)

ანაზღაურდება:

  • ზარალი, რომელიც გამოწვეულია კომპანიის საქმიანობის შედეგად ნებისმიერი მესამე მხარისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანით (სხეულის დაზიანება, შრომის უნარის დაკარგვა, გარდაცვალება) ან/და ქონებრივი ზიანით (მესამე პირის კუთვნილი ქონების დაზიანება ან/და განადგურება)
  • არაპირდაპირი ზარალი, რომელიც ზემოთაღნიშნული სადაზღვევო შემთხვევებისგან გამომდინარეობს
  • ზარალი, რომელიც კომპანიას შესაძლებელია დაეკისროს დაზღვეული მომსახურებების განხორციელებისას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ზარალის ანაზღაურების ვალდებულება არ არის კონტრაქტით გათვალისწინებული ან გამოწვეულია კომპანიის გაუფრთხილებლობით/შეცდომით
  • იურიდიული პასუხისმგებლობის დადგომის შედეგად დაკისრებული ფინანსური ზარალი კომპანიის მიერ ტვირთის გადატვირთვის, ჩამოტვირთვის, შეფუთვის, დაზღვეული მომსახურებების განხორციელების ფარგლებში

მოთხოვნებთან დაკავშირებული ხარჯები (Claims Expenses)

ანაზღაურდება:

  • დაზღვეული კომპანიის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით განსახორციელებელი გამოძიების,ზარალის ოდენობის შემცირების ან დაცვის ხარჯები წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე პოლისის პირობების შესაბამისად
question-mark icon

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

question-mark icon

რატომ არის საჭირო დააზღვიოთ თქვენი ბიზნესი?

ბიზნესის დაზღვევა უზრუნველყოფს ფინანსურ დაცვას მოულოდნელი მოვლენებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი. დაზღვევა გეხმარებათ დაიცვათ თქვენი აქტივები, თანამშრომლები და თქვენი ბიზნეს საქმიანობის უწყვეტობა.

რა არის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა?

პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შეცდომებისა და უმოქმედობის (E&O) დაზღვევა, იცავს ბიზნესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიულ მომსახურებას დაუდევრობის ან შეცდომებისგან, რაც იწვევს კლიენტების ფინანსურ ზარალს.

რა არის პასუხისმგებლობის ზოგადი დაზღვევა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

პასუხისმგებლობის ზოგადი დაზღვევა უზრუნველყოფს მესამე მხარის სხეულის დაზიანების და ქონებრივი ზიანის დაფარვას. ეს აუცილებელია თქვენი ბიზნესის დასაცავად საერთო რისკებისა და სამართლებრივი ვალდებულებებისგან.

როგორ იცავს თქვენს ბიზნესს ქონების დაზღვევა?

ქონების დაზღვევა ფარავს თქვენი ბიზნესის ქონების, მათ შორის შენობების, ინვენტარის, აღჭურვილობისა და სხვა აქტივების დაზიანებას ან ზარალს, ისეთი მოვლენების გამო, როგორიცაა ხანძარი, ქურდობა ან სტიქიური უბედურებები.

რა ფაქტორები მოქმედებს ბიზნესის დაზღვევის ღირებულებაზე?

ბიზნესის დაზღვევის ღირებულებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა თქვენი ბიზნესის ზომა, ინდუსტრია, მდებარეობა, დაფარვის ლიმიტები და ა.შ.

როგორ განსაზღვროთ სწორი სადაზღვევო პროდუქტი თქვენი ბიზნესისთვის?

ალდაგის გუნდი დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი ბიზნესის რისკები და მოირგოთ თქვენთვის საჭირო სადაზღვევო პროდუქტები.

რა სახის ბიზნეს დაზღვევა არსებობს?

ბიზნესის დაზღვევა მოიცავს პასუხისმგებლობის, ქონების, ბიზნესის უწყვეტობის, ავტოტრანსპორტის, თანამშრომლების, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას და ა.შ. თქვენი ბიზნესის სპეციფიკური საჭიროებები განსაზღვრავს შესაბამის დაფარვას.

რა არის ბიზნესის დაზღვევა?

ბიზნესის დაზღვევა არის დაფარვის სახეობა, რომელიც იცავს თქვენს ბიზნესს სხვადასხვა რისკებით გამოწვეული ფინანსური ზარალისგან, როგორიცაა ქონების დაზიანება, ბიზნესის შეწყვეტა და ა.შ.

მსგავსი პროდუქტები

პროდუქტები რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ

დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა

დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა

სრულად
დასაქმებულთა უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა

დასაქმებულთა უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა

სრულად
მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა

მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა

სრულად

დაგვიტოვეთ ნომერი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ

დაგვიტოვეთ ნომერი