ავტოდაზღვევა
შეიძინეთ
ღირებულების
ავტომობილისთვის

და გადაიხადეთ თვეში: 35₾ 60₾ 100₾ 125₾ 75₾ 150₾ 75₾ 125₾ 50₾ -დან

ავტოდაზღვევა

ავტოდაზღვევა დაგეხმარებათ გონების სიმშვიდის შენარჩუნებაში და ცხოვრების ზუსტად იმ წერტილიდან გაგრძელებაში, სადაც დროებითმა გაუგებრობამ თქვენი შეჩერება სცადა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ალდაგი მატერიალურ ზიანს აგინაზღაურებთ:   დაგეხმარებათ, აღადგინოთ ან შეცვალოთ ავტომობილის დაზიანებული  ნაწილები და დაიცვათ თქვენი ფინანსები.


შეადარე
ავტოდაზღვევის
3 ძირითადი პაკეტი

 
მინიმუმი
სტანდარტი
სრული

ავტოსაგზაო შემთხვევა

check icon
check icon
check icon

ხანძარი | აფეთქება

check icon
check icon
check icon

ვანდალიზმი | ქურდობა | ძარცვა | ყაჩაღობა

xmark icon
check icon
check icon

სტიქიური მოვლენები

xmark icon
check icon
check icon

საგნის ვარდნა

xmark icon
xmark icon
check icon

დაზიანება დაუდგენელ ვითარებაში

xmark icon
xmark icon
check icon

საქარე მინის დაზიანება

check icon
check icon
check icon

ფრანშიზა

1% | 3% | 5%
1% | 3% | 5%
0-5%

ფრანშიზა 2 წლამდე გამოცდილების მქონე მძღოლებისთვის

6%
6%
3% ან 5%

დამატებით შეგიძლიათ შეიძინოთ:

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა

რა ანაზღაურდება ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევით?

  • square-check icon სხვისი ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ხარჯები
  • square-check icon სხვისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ხარჯები
  • square-check icon სხვისი ქონებისთვის მიყენებული ზიანის ხარჯები

მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა

რა ანაზღაურდება მძღოლისა და მგზავრების დაზღვევით?

  • square-check icon მძღოლის ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ხარჯები
  • square-check icon მგზავრების ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ხარჯები

24 საათიანი ავტოასისტანსის მომსახურება

განურჩევლად იმისა, თუ ავტოდაზღვევის რომელ პოლისს შეიძენთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი მომსახურებით

truck-tow icon

ევაკუატორის მომსახურება

tire icon

საბურავის შეცვლა

car-battery icon

აკუმულატორის დამუხტვა

gas-pump icon

საწვავის მიწოდება

gear-wrench icon

მცირე ტექნიკური პრობლემების ადგილზე მოგვარება

როგორ უნდა მოიქცეთ შემთხვევის დროს?

01

გამოიძახეთ საპატრულო პოლიცია

02

არ გადააადგილოთ მანქანა

03

დარეკეთ ალდაგის ცხელ ხაზზე: 2 444 999

question-mark icon

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

question-mark icon

რა შემთხვევაში ხდება ჩანაცვლება ?

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, როდესაც ავტომობილი სერვისცენტრში აღდგენას საჭიროებს, ალდაგი გაძლევთ ალტერნატიული ავტომობილით სარგებლობის შესაძლებლობას.

ავტომობილის ჩანაცვლების სერვისით სარგებლობა მომხმარებელს წლის განმავლობაში 14 დღით შეუძლია. თუ  მომხმარებელს მოკლე ვადით დასჭირდა აღნიშნული სერვისით სარგებლობა, დარჩენილი დღეების გამოყენება სხვა სადაზღვევო შემთხვევის დროს შეუძლია.

თუ დაზღვეული ავტომობილის ღირებულება მერყეობს  8000$-დან  20 000$-მდე  ჩანაცვლება  მოხდება  Toyota corolla-ს მარკის ან მასთან გათანაბრებული კლასის ავტომობილით, ხოლო  თუ ღირებულება აღემატება  20 000$ -ს,  ჩანაცვლება  მოხდება  Hyundai Tucson-ით ან მასთან გათანაბრებული კლასის ავტომობილით.  

რას ნიშნავს პროპორციულობის წესი?

ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში, როცა მანქანა დაზღვეულია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად და ანაზღაურდება ზარალის ის ნაწილი რა პროპორციაშიც არის სადაზღვევო თანხა საბაზრო ღირებულებასთან. მაგ: 10 000$ ღირებულების მანქანა დაზღვეულია 5 000$-ად (ანუ, საბაზრო ღირებულების 50%). თუკი ზარალი დადგება 2 000$-ის ოდენობით, მაშინ ანაზღაურდება 1 000$ (2 000$-ის 50%), ხოლო თუ დამზღვევს აქვს შეძენილი ფრანშიზიანი პროდუქტი, ასანაზღაურებელ თანხას დააკლდება ფრანშიზის ოდენობაც.

Რა ხდება თუ მანქანა 2500$-ზე ნაკლები ღირს?

ალდაგის სატარიფო სტრუქტურით, 2500$ არის დადგენილი მინიმალური სადაზღვევო თანხა, რა ფასშიც იზღვევა ავტომანქანა. აქედან გამომდინარე, თუ მომხმარებელს სურს ნაკლები ღირებულების მანქანის დაზღვევა, დავაზღვევთ ავტომობილს გამონაკლისის სახით საბაზრო ფასის შესაბამისად, თუმცა ის გადაიხდის 2500$-იანი მანქანის შესაბამის პრემიას.

რა არის გამომუშავებული პრემია?

გამომუშავებული სადაზღვევო პრემია - სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში კონკრეტული თარიღისთვის სადაზღვევო პერიოდის დასაწყისიდან ასეთ თარიღამდე განვლილი დროის მონაკვეთის პროპორციული პრემიის ოდენობა
მაგალითად: ვთქვათ თქვენს მიერ გადახდილი წლიური პრემია უდრის 400$-ს. დაზღვევიდან მე-6 თვეს გადაწყვიტეთ გაგეუქმებინათ სადაზღვევო ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, გამოდის რომ 6 თვის მანძილზე თქვენი დაზღვევა იყო ძალაში და საჭიროების შემთხვევაში მზღვეველი აგინაზღაურებდათ ზარალს, შესაბამისად 6 თვის პროპორციული პრემია არ დაგიბრუნდებათ (ის უკვე გამომუშავებულია 200$). 
რადგან გსურთ სადაზღვევო ხელშეკრულების გაუქმება და შემდეგი 6 თვის მანძილზე თქვენი დაზღვევა აღარ იქნება ძალაში, შესაძლებელია რომ გამოუმუშავებელი პრემია, იმ დროის პროპორციულად, რომლის მანძილზეც აღარ ისარგებლებთ დაზღვევით უკან დაგიბრუნდეთ ( გამოუმუშავებელი პრემია -200$).  გამოუმუშავებელი პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუკი ანაზღაურებულია, თუნდაც მინიმალური ოდენობის ზარალი.

იხდის თუ არა მზღვეველი პატრულის ჯარიმას?

მზღვევლი არ აანაზღაურებს პატრულის ჯარიმის თანხას. ანაზღაურებას ექვემდებარება, მხოლოდ უშუალოდ ზარალის ოდენობა.

იხდის თუ არა დამზღვევი პრემიას სრულად, თუკი მზღვეველმა მას ძალიან მიზერული თანხა აუნაზღაურა?

პრემია უნდა დაიფაროს სრულად, თუკი მზღვეველი კომპანიის მხრიდან დამზღვევის სასარგებლოდ გაიცა ნებისმიერი ოდენობის ანაზღაურება.

როგორ მუშაობს რეგრესის წესი?

იმ შემთხვევაში, თუ ალდაგში დაზღვეულ ავტომობილს მიაყენებენ ზიანს, ხოლო ბრალეული მხარე განსხვავდება დამზღვევისგან/უფლებამოსილი მძღოლისგან, ალდაგი დამზღვევს ზარალს სრულად უნაზღაურებს (მაშინაც კი თუ ფრანშიზიანი პროდუქტი აქვს შეძენილი). ამასთან, მზღვეველი დამზღვევისთვის ანაზღაურებულ თანხას ამოიღებს იმ ბრალეული მხარისგან, რომელსაც წარმოეშვა სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ აენაზღაურებინა მიყენებული ზიანით გამოწვეული ხარჯები.

რა საბუთებია საჭირო ავტოდაზღვევის შესაძენად?

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი, ტექსპასპორტი, ვინ კოდი, მანქანის და მანქანის სალონის სურათები

ვის ვურეკავ პირველ რიგში ზარალის დროს?

ზარალის დროს ურეკავთ ალდაგის ქოლ-ცენტრს (2 444 999) და საპატრულო პოლიციას.

ვინ არის მესამე პირი?

მესამე პირია ნებისმიერი ის პირი, რომელიც არ არის მზღვეველი ან დამზღვევი და არ მონაწილეობს მზღვეველსა და დამზღვევს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაში. ამ განმარტების თანახმად, მესამე პირად ვერ ჩაითვლება უფლებამოსილი მძღოლი, დაზღვეული მანქანის მგზავრები, ოჯახის წევრები და პირველი რიგის ნათესავები, თანამშრომლები ან დაქვემდებარებულები. 

Რა ხდება მანქანის გაყიდვის შემთხვევაში

მანქანის გაყიდვის შემთხვევაში, მანქანას დაზღვევა არ გადაჰყვება. მნიშვნელოვანია, რომ მანქანის გასხვისების ფაქტის შესახებ აცნობოთ კომპანიას.

მსგავსი პროდუქტები

პროდუქტები რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ

TPL

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა

სრულად
პრიმო

პრიმო

სრულად

დაგვიტოვეთ ნომერი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ

დაგვიტოვეთ ნომერი