Life and critical illness insurance

სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა

გაგრძელება

ყველა დაზღვევაზე მნიშვნელოვანი


სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ფარავს:

სიმსივნე სიმსივნე
ინფარქტი ინფარქტი
ინსულტი ინსულტი
აორტის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა აორტის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა
ალცჰაიმერის დაავადება ალცჰაიმერის დაავადება
პარკინსონის დაავადება პარკინსონის დაავადება
ბაქტერიული მენინგიტი ბაქტერიული მენინგიტი
გულის სარქველის ტრანსპლანტაცია გულის სარქველის ტრანსპლანტაცია
მძიმე დამწვრობა მძიმე დამწვრობა
კომა კომა
თირკმლის უკმარისობა თირკმლის უკმარისობა
სასიცოცხლო ორგანოების ტრანსპლანტაცია სასიცოცხლო ორგანოების ტრანსპლანტაცია
ენცეფალიტი ენცეფალიტი
პოლიომიელიტი პოლიომიელიტი
სრული, მუდმივი შრომისუუნარობა სრული, მუდმივი შრომისუუნარობა
თავის ტვინის ტრავმული დაზიანება თავის ტვინის ტრავმული დაზიანება

სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევით შეძლებთ თვეში სულ რაღაც 5 ლარიდან უზრუნველყოთ თქვენი და თქვენი ოჯახის ფინანსური დაცულობა და გონების სიმშვიდე ცხოვრების გაუთვალისწინებელ შემთხვევებში.

სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა მოიცავს:

  •  სიცოცხლის დაზღვევა
    დაზღვეულის გარდაცვალებისას, მისი ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა

  • კრიტიკული დაავადებების დაზღვევა
    კრიტიკული დაავადების დიაგნოზის შემთხვევაში დაზღვეულის ფინანსური უზრუნველყოფა

 

სიცოცხლის დაზღვევა

რა არის სიცოცხლის დაზღვევა? 
სიცოცხლის დაზღვევა ითვალისწინებს, ადამიანის გარდაცვალებისას, მისი ოჯახის მატერიალურად უზრუნველსაყოფად, სადაზღვევო ლიმიტის სრულად გაცემას;
როგორ ხდება თანხის მოთხოვნა? 
თანხის მოთხოვნა შესაძლებელია, დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში, მოსარგებლე პირის მიერ;
როგორ ხდება თანხის გაცემა? 
თანხა, სრულად, გაიცემა პოლისის გაფორმებისას წინასწარ დასახელებულ მოსარგებლე პირზე;

 

კრიტიკული დაავადებების დაზღვევა

პროდუქტი უზრუნველყოფს ერთიანი თანხის გაცემას კრიტიკული დაავადების გამოვლენის შემთხვევაში


დამატებითი ბენეფიტები

  • ფიქსირებული ფასი

სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევისას, გრძელვადიანი პოლისის შემთხვევაში, იხდით ფიქსირებულ თანხას, მიუხედავად ასაკის ცვლილებისა.

  • შვილების დაზღვევა უფასოდ

სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევისას არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა უფასოდ შეგიძლიათ.

question-mark icon

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

question-mark icon

გარდა გამონაკლისებისა, კიდევ რა არის გასათვალისწინებელი?

გასათვალისწინებელია გადარჩენის პერიოდი და მოცდის პერიოდი. გადარჩენის პერიოდი - კრიტიკული დაავადებების დაზღვევის არსი მგომარეობს იმაში, რომ შეძლოთ ისარგებლოთ კრიტიკული დაავადებების დაზღვევის დროს მიღებული თანხით. ამისთვის საჭიროა თითოეული დაავადების დიაგნოზის დასმიდან გარკვეული პერიოდის გასვლა. მოცდის პერიოდი - დაზღვევის შეძენისას ამოქმედდება 90 დღიანი მოცდის პერიოდი. ამ პერიოდის განმავლობაში დამდგარ შემთხვევაში ანაზღაურება არ გაიცემა. მოცდის პერიოდი არ ვრცელდება უბედურ შემთხვევებზე (იგულისხმება მოულოდნელი, თვალსაჩინო, გარეგანი ძალების ზემოქმედების შედეგად, დამდგარი სხეულის დაზიანების შემთხვევა).

დაზღვევის შეძენისას ამოქმედდება 90 დღიანი მოცდის პერიოდი. ამ პერიოდის განმავლობაში დამდგარ შემთხვევაში ანაზღაურება არ გაიცემა. მოცდის პერიოდი არ ვრცელდება უბედურ შემთხვევებზე (იგულისხმება მოულოდნელი, თვალსაჩინო, გარეგანი ძალების ზემოქმედების შედეგად დამდგარი გარდაცვალების შემთხვევა).

როგორ ხდება თანხის მოთხოვნა და მიღება?

თუ ექიმი დაგისვამთ კრიტიკული დაავადების დიაგნოზს, 24 საათში გვატყობინებთ და თანხა გერიცხებათ ერთიანად, პირად საბანკო ანგარიშზე, დიაგნოზის დადასტურების და გადარჩენის პერიოდის გასვლის შემდგომ 10 დღეში.

რით განსხვავდება კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ჯანმრთელობი დაზღვევისგან?

ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობები ანაზღაურებს მხოლოდ უშუალოდ მკურნალობისთვის გაწეულ ხარჯებს. მაშინ როცა, კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შემთხვევაში, თქვენ იღებთ ერთიან თანხას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სურვილისამებრ.

რა არის კრიტიკული დაავადებების დაზღვევა?

კრიტიკული დაავადებების დაზღვევა დაზღვევის ისეთი სახეობაა, რომლის დროსაც იღებთ ერთიან თანხას მძიმე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში.

როგორ ხდება თანხის მოთხოვნა და მიღება?

თანხის მოთხოვნა შეუძლია თქვენს მემკვიდრეს ან წინასწარ დასახელებულ პირს, რომლის ანგარიშზე თანხა აისახება გარდაცვალების დადასტურებიდან 10 დღეში.

რით განსხვავდება სიცოცხლის დაზღვევა კრიტიკული დაავადებების დაზღვევისგან?

სიცოცხლის დაზღვევა ითვალისწინებს თანხის გაცემას გარდაცვალების შემთხვევაში, ხოლო კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შემთხვევაში, სიცოცხლეშივე იღებთ ერთიან თანხას.

ვერ გადამიწყვეტია, რომელი დაზღვევა შევიძინო, სიცოცხლის თუ კრიტიკული დაავადებების, რას მირჩევთ?

ჩვენი, როგორც სადაზღვევო ექსპერტების, რჩევა იქნება იფიქროთ ორივე ტიპის დაზღვევის შეძანაზე, რადგან რეალურად ეს ორი პროდუქტი ერთმანეთის შემავსებელია. ავიღოთ სიტუაცია, როცა მხოლოდ კრიტიკული დაავადებების დაზღვევა გაქვთ, რომელიც ფატალური შედეგით მთავრდება გადარჩენის პერიოდში. ასეთ შემთხვევაში, თქვენი ოჯახი, სარჩოს გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგება. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ კომბინირებული დაზღვევა. ამ პროდუქტის უპირატესობა ის არის, რომ ნაკლები საფასურის გადახდა მოგიწევთ, ვიდრე ამ ორი დაფარვის ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.

რა ღირს ეს დაზღვევა?

ზოგადად, რაც უფრო ახალგაზრდა ხართ, მით ნაკლები თანხა გექნებათ გადასახდელი. თუმცა, ფასი ასევე დამოკიდებულია არჩეულ სადაზღვევო ლიმიტზე. აქედან გამომდინარე უმჯობესია დაზღვევა შეიძინოთ რაც შეიძლება დროულად და შეძენილი დაზღვევა იყოს მრავალწლიანი, რომ ასაკის მატებასთან ერთად არ მოგიწიოთ გაზრდილი საფასურის გადახდა.

დაგვიტოვეთ ნომერი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ

დაგვიტოვეთ ნომერი