პარიზის მოგზაურობის გათამაშების წესები

1.    გათამაშების შესახებ

1.1.    სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ ს.ნ: 404476189, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ., №16 (შემდგომში ,,ალდაგი“) აწყობს სამოგზაურო დაზღვევის გათამაშებას (შემდგომში ,,გათამაშება’’), რომლის ფარგლებში გათამაშდება ერთი 2 კაციანი საგზური საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ ის პირები, რომლებიც წინამდებარე წესებისა და პირობების (შემდგომში - წესები და პირობები) შესაბამისად შეძენილ ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის პოლისზე ფიქსირდებიან დაზღვეულად. 

2.    გათამაშებაში მონაწილეობის მიღება

2.1.  გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად პირი უნდა ფიქსირდებოდეს დაზღვეულად 20/05/2026 წლიდან (შემდგომში - გათამაშების დაწყების თარიღი) სრულწლოვანი ფიზიკური პირის მიერ დისტანციურად, ალდაგის ვებ-გვერდის მისამართიდან https://onlinetravel.aldagi.ge/ka შეძენილ სამოგზაურო დაზღვევის პოლისზე (შესაძლებელია, რომ სადაზღვევო პოლისზე მითითებული დამზღვევი და დაზღვეული განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან ან წარმოადგენდეს ერთსა და იმავე პირს).
2.2.  გათამაშება შეწყდება წინამდებარე წესები და პირობებით დადგენილი წესით და ამავე პირობების მე-4 მუხლით გათვალისწინებული საპრიზო ფონდის გათამაშებისთანავე.
2.3.  ალდაგი, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი,  დაამუშავებს სამოგზაურო დაზღვევის პოლისის მიხედვით დაზღვეული და დამზღვევი პირების პერსონალურ მონაცემებს (როგორიცაა, საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები და სამოგზაურო დაზღვევის ფაქტის შესახებ ინფორმაცია)
გათამაშებაში მონაწილეობის მიზნით. მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მათ შორის, მონაწილე პირის სურვილით/თანხმობით, გარიგების და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების და მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის კანონიერი ინტერესის საფუძველზე.
2.4.  ზემოაღნიშნული 2.3. პუნქტით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების გათამაშებაში მონაწილეობის მიზნით დამუშავება, მათ შორის, შენახვა განხორციელდება მათი შეგროვებიდან 1 წლის მანძილზე, თუ არ იარსებობს მათი დამატებიითი ვადით შენახვის სხვა კანონიერი საფუძველი.
2.5.  გათამაშების გამარჯვებული პირის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლოა მოხდეს მესამე პირთათვის გამარჯვებულის თანხმობის საფუძველზე, საგზურის მომზადებისა და გამოყენების მიზნით.
2.6.  პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სხვა წესებთან, პრინციპებთან, მონაცემთა უსაფრთხოებასთან, მონაცემთა დაცვის ოფიცერთან და მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://aldagi.ge/konfidencialurobis-politika.

3.    გათამაშების გამარჯვებულის გამოვლენა

3.1.  გათამაშების გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირი, რომელიც წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად წარმოადგენს სამოგზაურო დაზღვევის ქრონოლოგიური რიგითობით მე-2000 დაზღვეულს (უძველესიდან უახლესისაკენ) (შემდგომში - გამარჯვებული).
3.2.  მე-2000 დაზღვეულში იგულისხმება პირი, რომელიც გათამაშების დაწყების თარიღიდან წინამდებარე წესებითა და პირობებით დადგენილი წესით შეძენილ სადაზღვევო პოლისზე წარმოადგენს რიგით მე-2000 დაზღვეულს. ტექნიკურად აღნიშნულში იგულისხმება სამოგზაურო დაზღვევის მე-2000 შეძენა/ტრანზაქცია (ტრანზაქციების რაოდენობაში შედის  თითოეული დამატებული მგზავრი (ე.ი სადაზღვევო პოლისზე მგზავრების რაოდენობა პირდაპირპროპორციულია ტრანზაქციის რაოდენობის)). შესაბამისად, სადაზღვევო პოლისზე მითითებული თოთოეული მგზავრი უდრის თოთო გათამაშების ბილეთს.
3.2.1.  იმ შემთხვევაში,  თუ გათამაშების დაწყების თარიღიდან და გათამაშების შეწყვეტამდე პერიოდში შეძენილი სამოგზაურო დაზღვევის პოლისი გაუქმდება ნებისმიერი მიზეზით, გაუქმებული პოლისის ფარგლებში აღრიცხული ტრანზაქციების ადგილს დაიკავებს მის შემდეგ განხორციელებული ტრანზაქციები, ხოლო გაუქმებული სადაზღვევო პოლისების საფუძველზე დაზღვეული პირები ავტომატურად ამოვარდებიან გათამაშებიდან (გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ).
3.3.  გათამაშების გამარჯვებულის გამოვლენა არ ხდება სადაზღვევო პოლისის შეძენის მომენტში. ალდაგი გაყიდული პოლისების შესახებ ინფორმაციას ამუშავებს ყოველდღიურად (სამუშაო დღეებში), შესაბამისად გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება წინამდებარე წესებისა და პირობების 3.2 პუნქტის შესაბამისად მე-2000 ტრანზაქციის განხორციელებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ გამარჯვებულთან დაკავშირება ვერ ხერხდება ალდაგისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო - პირველივე შესაძლებლობისთანავე, თუმცა  წინამდებარე წესებისა და პირობების 7.1.5 პუნქტის პირობის გათვალისწინებით.
3.4.  გამარჯვების შესახებ ინფორმაცია ეცნობება იმ სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებულ დამზღვევს, რომლის საფუძველზეც დაიზღვა გამარჯვებული.  გათამაშებაში გამარჯვების შესახებ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ დამზღვევს ეცნობება სადაზღვევო პოლისზე დამზღვევის ველში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერსა (SMS-ის საშუალებით) და ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
3.5.  პირს გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია არაერთჯერადად. იმ შემთხვევაში თუ გათამაშების დაწყების თარიღიდან მის დასრულებამდე პირი დაზღვეულად ფიქსირდება რამდენიმე სამოგზაურო დაზღვევის სადაზღვევო პოლისის ფარგლებში, პირდაპირპროპორციულად გაიზრდება მისი გათამაშებაში გამარჯვების შანსები. ამასთან, ერთი და იმავე დაზღვეულის სასარგებლოდ გაცემული სადაზღვევო პოლისების დაზღვევის პერიოდი არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი სადაზღვევო პოლისები ჩაითვლება ერთ ტრანზაქციად/ერთ გათამაშების ბილეთად.

4.    საპრიზო ფონდი

4.1.  წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად გამოვლენილი გათამაშების გამარჯვებული მიიღებს შემდეგ პრიზს (შემდგომში - საპრიზო ფონდი):
საგზური საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, რომელიც მოიცავს:
·       2026 წლის 26-30 აგვისტოს თარიღებში (ფრენის შესაბამისად და გამარჯვებულთან კონსულტაციით, შესაძლოა აღნიშნული რიცხვები დაკორექტირდეს) ორმხრივი ავიაბილეთები საქართველოდან საფრანგეთის ქალაქ პარიზში:
·       სასტუმროში განთავსება.
4.2.  ალდაგი აანაზღაურებს მხოლოდ ზემოაღნიშნულ 4.1 პუნქტით გათვალისწინებულ სერვისებთან დაკავშირებულ ხარჯებს. ნებისმიერი სხვა ხარჯი, მათ შორის პირადი ხარჯები, კვება, ტურები, მუზეუმები, ქალაქის მოსაკრებელი და აშ ალდაგის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
4.3.  ალდაგი არ არის პასუხისმგებელი ისეთ შემთხვევებზე, როდესაც გამარჯვებულმა ვერ ისარგებლა საპრიზო ფონდით ალდაგისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ მომგებიან სადაზღვევო პოლისზე დაფიქსირებულმა დამზღვევმა არ მიაწოდა გამარჯვებულს ინფორმაცია გათამაშებაში გამარჯვების შესახებ, გათამაშების გამარჯვებულს ან/და მის თანმხლებ პირს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა შენგენის ზონის ტერიტორიაზე მოგზაურობით გათვალისწინებულ შესვლაზე უარი განუცხადეს, ან/და მოგზაურობა ვერ შედგა გამარჯვებულის ან/და მისი თანმხლები პირის მიერ ავიარეისზე დაგვიანების ან არგამოცხადების გამო.
4.4.  იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზით გამარჯვებული ან/და მისი თანხმლები პირი ვერ ისარგებლებენ საპრიზო ფონდით ან/და უარს განაცხადებენ საპრიზო ფონდით სარგებლობაზე, საპრიზო ფონდის ღირებულების ფულადი ექვივალენტით ან/და სხვა ნივთით/მომსახურებით ანაზღაურება არ მოხდება.
4.5.  გამარჯვებული უფლებამოსილია მოითხოვოს მის მიერ მოგებული საპრიზო ფონდის მესამე პირისათვის გადაცემა. ალდაგი უფლებამოსილია დააკმაყოფილოს ან უარი განაცხადოს გამარჯვებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ.

5.    გათამაშებაში მონაწილეობის გამონაკლისები

5.1.  გათამაშებაში მონაწილეობისა და პრიზების მიღების უფლება შეზღუდული აქვთ ალდაგის თანამშრომლებსა და სტაჟიორებს.

6.    საპრიზო ფონდის გაცემა

6.1.  პირი რომელსაც ამ წესებისა და პირობების 3.4 პუნქტის შესაბამისად, ეცნობება გათამაშებაში გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს გამარჯვებულს აღნიშნულის შესახებ და შესაბამისი მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში ის ან გამარჯვებული დაუკავშირდეს ალდაგს გამარჯვებულის მიერ საპრიზო ფონდის მიღების ადგილისა და დროის შეთანხმების მიზნით შემდეგ საკომუნიკაციო არხებზე: ქოლ-ცენტრი: +995 032 2 444 999.

6.2.  გამარჯვებულისთვის საპრიზო ფონდის გაცემა ხდება ალდაგის სათავო ოფისიდან (საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ., №16).

6.3.  გათამაშების გამარჯვებული ვალდებულია მის მიერ მოგებული პრიზის მისაღებად გამოცხადდეს პირადად, ალდაგთან შეთანხმებულ დროსა და ადგილას და წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ხოლო წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს გამარჯვებული დაზღვეულის შესაბამის მომგებიან სამოგზაურო დაზღვევის  პოლისზე ასახულ მის მონაცემებს. მონაცემთა შეუსაბამობის შემთხვევაში პრიზი არ გაიცემა).

6.4.  საპრიზო ფონდის მიღების უფლება არის პერსონალური და არ გადადის მემკვიდრეობით.

7.    მოგებული პრიზის მიღების უფლების გაუქმება

7.1.  გათამაშებაში გამარჯვებული მომხმარებელი, რომელმაც მოიგო საპრიზო ფონდი კარგავს მისი მიღების უფლებას, ნებისმიერ შემდეგ შემთხვევაში:

7.1.1.        გათამაშების საპრიზო ფონდის მოგების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან (მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) მიღება ან სატელეფონო კომუნიკაცია ალდაგთან, მომხმარებლის მიერ ინფორმაციის პირადი გადამოწმება ალდაგის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით) მომდევნო 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში: არ დაუკავშირდება ალდაგს და არ მოითხოვს მოგებული პრიზის მიღებას ან არ გამოცხადდება პრიზის მისაღებად ალდაგთან შეთანხმებულ დროსა და ადგილას.

7.1.2.        გათამაშებაში გამარჯვებული მომხმარებლის მიერ წარდგენილი პასპორტის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) არ ემთხვევა მომგებიან სადაზღვევო პოლისზე შესაბამისი გამარჯვებული დაზღვეულის მონაცემებს;

7.1.3.        გათამაშების გამარჯვებულმა მომხმარებელმა ვერ წარმოადგინა პასპორტი;

7.1.4.        გათამაშების გამარჯვებულთან ვერ ხერხდება დაკავშირება/კომუნიკაცია მომგებიან სადაზღვევო პოლისზე დამზღვევის ველში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე (ალდაგის მხრიდან გონივრული , სულ მცირე გამარჯვებულის გამოვლენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში 3 მცდელობის მიუხედავად);

7.1.5.        მოგებული პრიზის გაცემის დროს ალდაგი დაადგენს, რომ გათამაშების გამარჯვებული შესაბამისი მომგებიანი ტრანზაქციის შესრულების მომენტში არ აკმაყოფილებდა გათამაშებაში მონაწილოების პირობებს და მან ეს ინფორმაცია განზრახ დამალა;

7.1.6.        გამარჯვებული ნებაყოფლობით უარს აცხადებს მოგებული პრიზის მიღებაზე.

7.2.  იმ შემთხვევაში, როდესაც გათამაშების გამარჯვებული კარგავს მოგებული პრიზის მიღების უფლებას (მათ შორის, უარს ამბობს მოგებული პრიზის მიღებაზე) გათამაშების გამარჯვებულად ავტომატურად ჩაითვლება და მოგებული პრიზი გადაეცემა რიგითობით მომდევნო მომხმარებელს, რომელმაც განახორციელა ტრანზაქცია და რომელიც სრულად აკმაყოფილებს წინამდებარე გათამაშების წესებსა და პირობებს.

7.3.  ამ მუხლის 7.1. პუნქტით განსაზღვრულ ნებისმიერი გარემოების დადგომისას, ალდაგი სრულად და უპირობოდ თავისუფლდება კონკრეტული გამარჯვებულისათვის საპრიზო ფონდის გადაცემის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში, შესაბამის მომხმარებელს ერთმევა უფლება, წარადგინოს რაიმე სახის პრეტენზია საპრიზო ფონდის მიღებასთან ან ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

8.    ცვლილებები

8.1.  ალდაგი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები წინამდებარე წესებსა და პირობებში. შეცვლილი წესები და პირობები გამოქვეყნდება ალდაგის ვებ-გვერდზე https://aldagi.ge/ და აღნიშნული ჩაითვლება მომხმარებლების ინფორმირებად.
8.2.  წესებსა და პირობებში შეტანილი ცვლილება ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოქვეყნების მომენტიდან თუ უშუალოდ წესები და პირობები საპირისპირო დათქმას არ ითვალისწინებს.

9.    სხვა პირობები

9.1.  გათამაშებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ალდაგს 24 საათიან ქოლ-ცენტრის ნომერზე: +995 032 2 444 999.