ხშირად დასმული კითხვები

თუ დახმარება გჭირდება, აქ იპოვი პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

რა შემთხვევაში ხდება ჩანაცვლება ?

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, როდესაც ავტომობილი სერვისცენტრში აღდგენას საჭიროებს, ალდაგი გაძლევთ ალტერნატიული ავტომობილით სარგებლობის შესაძლებლობას.

ავტომობილის ჩანაცვლების სერვისით სარგებლობა მომხმარებელს წლის განმავლობაში 14 დღით შეუძლია. თუ  მომხმარებელს მოკლე ვადით დასჭირდა აღნიშნული სერვისით სარგებლობა, დარჩენილი დღეების გამოყენება სხვა სადაზღვევო შემთხვევის დროს შეუძლია.

თუ დაზღვეული ავტომობილის ღირებულება მერყეობს  8000$-დან  20 000$-მდე  ჩანაცვლება  მოხდება  Toyota corolla-ს მარკის ან მასთან გათანაბრებული კლასის ავტომობილით, ხოლო  თუ ღირებულება აღემატება  20 000$ -ს,  ჩანაცვლება  მოხდება  Hyundai Tucson-ით ან მასთან გათანაბრებული კლასის ავტომობილით.  

რატომ უნდა შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა?

გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, მოულოდნელი ფინანსური ხარჯების თავიდან აცილების მიზნით.

რომელ ქვეყნებში შეგიძლიათ სამოგზაურო დაზღვევით სარგებლობა?

სამოგზაურო დაზღვევით სარგებლობა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში

ვაზის კულტურის რამდენი პროცენტის სუბსიდირება ხდება სახელმწიფოს მხრიდან?

სახელმწიფო, ვაზის კულტურის დაზღვევის 70% ასუბსიდირებს

Რა კულტურების დაზღვევაა შესაძლებელი?

  • მარცვლეული
  • პარკოსანი
  • ბოსტნეული
  • ბაღჩეული
  • ვაზი
  • ხეხილი
  • კენკროვანი
  • კაკლოვანი
  • სუბტროპიკული
  • ციტრუსი

როგორ უნდა შეიძინოთ აგროდაზღვევა?

  • შეავსეთ განაცხადი
  • გადაიხადეთ თანხის თქვენი წილი ბანკში
  • წარადგინეთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია
  • სულ ესაა!

Რროგორ უნდა ჩაერთოთ პროგრამაში?

  • დასაზღვევი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში გქონდეთ რეგისტრირებული და იქონიოთ ამონაწერი
  • დამზღვევზე დასაზღვევი ფართი არ აღემატებოდეს 10 ჰექტარს, მარცვლეული კულტურების შემთხვევაში კი - 50 ჰექტარს
  • რეგისტრირებული იყოთ ფერმერთა ერთიან ბაზაში

როგორ სახლს ვერ დააზღვევთ?

ავარიული სტატუსის მქონე ბინა, კერძო სახლი, რომელიც არ გამოიყენება საცხოვრებელი მიზნებისთვის.

შესაძლებელია თუ არა შეიძინოთ მხოლოდ მეზობლობის დაზღვევა?

დიახ, შესაძლებელია

შესაძლებელია თუ არა შეიძინოთ მხოლოდ მოიჯარის/მეიჯარის ან საიჯარო შემოსავლის დაზღვევა?

ამ სამი დაფარვიდან ნებისმიერის დამატება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყიდულობთ ძირითადი ქონების დაზღვევას (კარკასს, რემონტს, შიგთავსს)

რა ვადით იდება სადაზღვევო ხელშეკრულება?

სადაზღვევო ხელშეკრულება იდება 1 წლის ვადით.

Როგორ ხდება სადაზღვევო პრემიის გადახდა?

სადაზღვევო პრემიის გადახდა შეგიძლიათ ერთიანად, კვარტლურად ან 6 თვეში ერთხელ.

აუცილებელია თუ არა სახლი თქვენს საკუთრებაში იყოს, რომ დააზღვიოთ?

შეგიძლიათ დააზღვიოთ სხვის საკუთრებაში არსებული სახლი, თუ გექნებათ ნებართვა მესაკუთრისგან.

რამდენ ხანში აგინაზღაურდებათ ზარალი?

სადაზღვევო თანხა ჩაირიცხება მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 დღეში

შესაძლებელია თუ არა სახლის დაზღვევა, თუ სარემონტო სამუშაოები არ დასრულებულა?

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას სახლს ვერ დააზღვევთ. თუმცა, როცა დაასრულებთ, შეგიძლიათ მაშინვე მოგვმართოთ.

შესაძლებელია თუ არა მშენებარე სახლის დაზღვევა?

დასაზღვევი ქონების მშენებლობა დასრულებული უნდა იყოს. შესაძლებელია ისეთი ქონების დაზღვევაც, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ამონაწერში ფიქსირდება როგორც მშენებარე.

შეგიძლიათ თუ არა პოლისის გაუქმება?

სადაზღვევო პოლისის გაუქმება შესაძლებელია, თუ მისი მოქმედება ძალაში შესული არ არის.

შეგიძლიათ თუ არა პოლისის შეძენა თუ იმყოფებით საქართველოს ფარგლებს გარეთ?

პოლისის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იმყოფებით საქართველოში.

რა არის ფრანშიზა?

ფრანშიზა არის თანხის ის მინიმუმი, რასაც თქვენ გადაიხდით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დანარჩენ თანხას კი ალდაგი აგინაზღაურებთ.

გარდა გამონაკლისებისა, კიდევ რა არის გასათვალისწინებელი?

გასათვალისწინებელია გადარჩენის პერიოდი და მოცდის პერიოდი. გადარჩენის პერიოდი - კრიტიკული დაავადებების დაზღვევის არსი მგომარეობს იმაში, რომ შეძლოთ ისარგებლოთ კრიტიკული დაავადებების დაზღვევის დროს მიღებული თანხით. ამისთვის საჭიროა თითოეული დაავადების დიაგნოზის დასმიდან გარკვეული პერიოდის გასვლა. მოცდის პერიოდი - დაზღვევის შეძენისას ამოქმედდება 90 დღიანი მოცდის პერიოდი. ამ პერიოდის განმავლობაში დამდგარ შემთხვევაში ანაზღაურება არ გაიცემა. მოცდის პერიოდი არ ვრცელდება უბედურ შემთხვევებზე (იგულისხმება მოულოდნელი, თვალსაჩინო, გარეგანი ძალების ზემოქმედების შედეგად, დამდგარი სხეულის დაზიანების შემთხვევა).

დაზღვევის შეძენისას ამოქმედდება 90 დღიანი მოცდის პერიოდი. ამ პერიოდის განმავლობაში დამდგარ შემთხვევაში ანაზღაურება არ გაიცემა. მოცდის პერიოდი არ ვრცელდება უბედურ შემთხვევებზე (იგულისხმება მოულოდნელი, თვალსაჩინო, გარეგანი ძალების ზემოქმედების შედეგად დამდგარი გარდაცვალების შემთხვევა).

როგორ ხდება თანხის მოთხოვნა და მიღება?

თუ ექიმი დაგისვამთ კრიტიკული დაავადების დიაგნოზს, 24 საათში გვატყობინებთ და თანხა გერიცხებათ ერთიანად, პირად საბანკო ანგარიშზე, დიაგნოზის დადასტურების და გადარჩენის პერიოდის გასვლის შემდგომ 10 დღეში.

რით განსხვავდება კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ჯანმრთელობი დაზღვევისგან?

ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობები ანაზღაურებს მხოლოდ უშუალოდ მკურნალობისთვის გაწეულ ხარჯებს. მაშინ როცა, კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შემთხვევაში, თქვენ იღებთ ერთიან თანხას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სურვილისამებრ.

რა არის კრიტიკული დაავადებების დაზღვევა?

კრიტიკული დაავადებების დაზღვევა დაზღვევის ისეთი სახეობაა, რომლის დროსაც იღებთ ერთიან თანხას მძიმე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში.

როგორ ხდება თანხის მოთხოვნა და მიღება?

თანხის მოთხოვნა შეუძლია თქვენს მემკვიდრეს ან წინასწარ დასახელებულ პირს, რომლის ანგარიშზე თანხა აისახება გარდაცვალების დადასტურებიდან 10 დღეში.

რით განსხვავდება სიცოცხლის დაზღვევა კრიტიკული დაავადებების დაზღვევისგან?

სიცოცხლის დაზღვევა ითვალისწინებს თანხის გაცემას გარდაცვალების შემთხვევაში, ხოლო კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შემთხვევაში, სიცოცხლეშივე იღებთ ერთიან თანხას.

ვერ გადამიწყვეტია, რომელი დაზღვევა შევიძინო, სიცოცხლის თუ კრიტიკული დაავადებების, რას მირჩევთ?

ჩვენი, როგორც სადაზღვევო ექსპერტების, რჩევა იქნება იფიქროთ ორივე ტიპის დაზღვევის შეძანაზე, რადგან რეალურად ეს ორი პროდუქტი ერთმანეთის შემავსებელია. ავიღოთ სიტუაცია, როცა მხოლოდ კრიტიკული დაავადებების დაზღვევა გაქვთ, რომელიც ფატალური შედეგით მთავრდება გადარჩენის პერიოდში. ასეთ შემთხვევაში, თქვენი ოჯახი, სარჩოს გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგება. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ კომბინირებული დაზღვევა. ამ პროდუქტის უპირატესობა ის არის, რომ ნაკლები საფასურის გადახდა მოგიწევთ, ვიდრე ამ ორი დაფარვის ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.

რა ღირს ეს დაზღვევა?

ზოგადად, რაც უფრო ახალგაზრდა ხართ, მით ნაკლები თანხა გექნებათ გადასახდელი. თუმცა, ფასი ასევე დამოკიდებულია არჩეულ სადაზღვევო ლიმიტზე. აქედან გამომდინარე უმჯობესია დაზღვევა შეიძინოთ რაც შეიძლება დროულად და შეძენილი დაზღვევა იყოს მრავალწლიანი, რომ ასაკის მატებასთან ერთად არ მოგიწიოთ გაზრდილი საფასურის გადახდა.

რას ნიშნავს პროპორციულობის წესი?

ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში, როცა მანქანა დაზღვეულია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად და ანაზღაურდება ზარალის ის ნაწილი რა პროპორციაშიც არის სადაზღვევო თანხა საბაზრო ღირებულებასთან. მაგ: 10 000$ ღირებულების მანქანა დაზღვეულია 5 000$-ად (ანუ, საბაზრო ღირებულების 50%). თუკი ზარალი დადგება 2 000$-ის ოდენობით, მაშინ ანაზღაურდება 1 000$ (2 000$-ის 50%), ხოლო თუ დამზღვევს აქვს შეძენილი ფრანშიზიანი პროდუქტი, ასანაზღაურებელ თანხას დააკლდება ფრანშიზის ოდენობაც.

Რა ხდება თუ მანქანა 2500$-ზე ნაკლები ღირს?

ალდაგის სატარიფო სტრუქტურით, 2500$ არის დადგენილი მინიმალური სადაზღვევო თანხა, რა ფასშიც იზღვევა ავტომანქანა. აქედან გამომდინარე, თუ მომხმარებელს სურს ნაკლები ღირებულების მანქანის დაზღვევა, დავაზღვევთ ავტომობილს გამონაკლისის სახით საბაზრო ფასის შესაბამისად, თუმცა ის გადაიხდის 2500$-იანი მანქანის შესაბამის პრემიას.

რა არის გამომუშავებული პრემია?

გამომუშავებული სადაზღვევო პრემია - სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში კონკრეტული თარიღისთვის სადაზღვევო პერიოდის დასაწყისიდან ასეთ თარიღამდე განვლილი დროის მონაკვეთის პროპორციული პრემიის ოდენობა
მაგალითად: ვთქვათ თქვენს მიერ გადახდილი წლიური პრემია უდრის 400$-ს. დაზღვევიდან მე-6 თვეს გადაწყვიტეთ გაგეუქმებინათ სადაზღვევო ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, გამოდის რომ 6 თვის მანძილზე თქვენი დაზღვევა იყო ძალაში და საჭიროების შემთხვევაში მზღვეველი აგინაზღაურებდათ ზარალს, შესაბამისად 6 თვის პროპორციული პრემია არ დაგიბრუნდებათ (ის უკვე გამომუშავებულია 200$). 
რადგან გსურთ სადაზღვევო ხელშეკრულების გაუქმება და შემდეგი 6 თვის მანძილზე თქვენი დაზღვევა აღარ იქნება ძალაში, შესაძლებელია რომ გამოუმუშავებელი პრემია, იმ დროის პროპორციულად, რომლის მანძილზეც აღარ ისარგებლებთ დაზღვევით უკან დაგიბრუნდეთ ( გამოუმუშავებელი პრემია -200$).  გამოუმუშავებელი პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუკი ანაზღაურებულია, თუნდაც მინიმალური ოდენობის ზარალი.

იხდის თუ არა მზღვეველი პატრულის ჯარიმას?

მზღვევლი არ აანაზღაურებს პატრულის ჯარიმის თანხას. ანაზღაურებას ექვემდებარება, მხოლოდ უშუალოდ ზარალის ოდენობა.

იხდის თუ არა დამზღვევი პრემიას სრულად, თუკი მზღვეველმა მას ძალიან მიზერული თანხა აუნაზღაურა?

პრემია უნდა დაიფაროს სრულად, თუკი მზღვეველი კომპანიის მხრიდან დამზღვევის სასარგებლოდ გაიცა ნებისმიერი ოდენობის ანაზღაურება.

როგორ მუშაობს რეგრესის წესი?

იმ შემთხვევაში, თუ ალდაგში დაზღვეულ ავტომობილს მიაყენებენ ზიანს, ხოლო ბრალეული მხარე განსხვავდება დამზღვევისგან/უფლებამოსილი მძღოლისგან, ალდაგი დამზღვევს ზარალს სრულად უნაზღაურებს (მაშინაც კი თუ ფრანშიზიანი პროდუქტი აქვს შეძენილი). ამასთან, მზღვეველი დამზღვევისთვის ანაზღაურებულ თანხას ამოიღებს იმ ბრალეული მხარისგან, რომელსაც წარმოეშვა სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ აენაზღაურებინა მიყენებული ზიანით გამოწვეული ხარჯები.

რა საბუთებია საჭირო ავტოდაზღვევის შესაძენად?

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი, ტექსპასპორტი, ვინ კოდი, მანქანის და მანქანის სალონის სურათები

ვის ვურეკავ პირველ რიგში ზარალის დროს?

ზარალის დროს ურეკავთ ალდაგის ქოლ-ცენტრს (2 444 999) და საპატრულო პოლიციას.

ვინ არის მესამე პირი?

მესამე პირია ნებისმიერი ის პირი, რომელიც არ არის მზღვეველი ან დამზღვევი და არ მონაწილეობს მზღვეველსა და დამზღვევს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაში. ამ განმარტების თანახმად, მესამე პირად ვერ ჩაითვლება უფლებამოსილი მძღოლი, დაზღვეული მანქანის მგზავრები, ოჯახის წევრები და პირველი რიგის ნათესავები, თანამშრომლები ან დაქვემდებარებულები. 

Რა ხდება მანქანის გაყიდვის შემთხვევაში

მანქანის გაყიდვის შემთხვევაში, მანქანას დაზღვევა არ გადაჰყვება. მნიშვნელოვანია, რომ მანქანის გასხვისების ფაქტის შესახებ აცნობოთ კომპანიას.