ხელშეკრულებაზე უარის თქმა

ხელშეკრულებაზე უარის თქმა:


თქვენ (დამზღვევი) უფლებამოსილი ხართ, ყოველგვარი საფუძვლის მითითების, ჯარიმისა და ზედმეტი გადასახადის გარეშე, უარი თქვათ ხელშეკრულებაზე:

  • სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების შემთხვევაში – მისი დადებიდან 30 დღის ვადაში;
  • დაზღვევის ხელშეკრულების დისტანციურად ან სარეწის გარეთ დადების შემთხვევაში –  მისი დადებიდან 14 დღის ვადაში.

ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია თუ:
  • სადაზღვევო ხელშეკრულების ფასი 30 ლარს არ აღემატება;
  • სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადა უარის თქმის პერიოდზე ნაკლებია;
  • გაფორმებულია ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დაზღვევის ხელშეკრულება, როდესაც ძირითადი ხელშეკრულება არ მოიცავს უარის თქმის უფლებას;
  • დაზღვევის ხელშეკრულების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე განხორციელებულ ცვლილებაზე, რაც მზღვეველის კონტროლს არ ექვემდებარება და რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენების ვადის განმავლობაში;
  • თუ თქვენ (დამზღვევმა) ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების ვადის გასვლამდე, მოითხოვეთ, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, მომსახურების მიღება და ჩვენ (მზღვეველმა) მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ შესაბამისი მომსახურების მიღებით თქვენ კარგავთ უარის თქმის უფლებას.