დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა

ალდაგი გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის, როგორც დამსაქმებლის, პასუხისმგებლობის დაზღვევას


აღნიშნული პოლისი დაქირავებულისა და დამსაქმებლის ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს.

დამქირავებლის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს კომპანიის მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის  მოთხოვნის  საფუძველზე კომპანიის  მიზეზით  მისი  თანამშრომლის  დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში.   პოლისი   ასევე   ფარავს   სასამართლო   დავის  შედეგად წარმოქმნილ  ხარჯებს.

დაზღვევის ობიექტი და საგანი

დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის ობიექტს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,  წარმოადგენს დამსაქმებლისთვის¬ დაკისრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობა. დამქირავებელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მუშაკის  სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში დასახიჩრების ან სხვაგვარი დაზიანების შედეგად.

დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისით სადაზღვევო შემთხვევად ჩაითვლება და ანაზღაურდება ზიანი, რომელიც მიადგა მუშაკის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან მის ქონებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად.

უბედურ შემთხვევად ჩაითვლება:

  • სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია სამუშაოს შესრულებისას მიღებული ტრავმებით, მწვავე მოწამვლით, სითბური დარტყმით, მეხის დაცემით, აფეთქებით, ავარიით, შენობის ნგრევით და სხვა საგანგებო სიტუაციებით, რომლებშიც მკაფიოდ ვლინდება დამსაქმებლის ბრალეულობა.
  • პირადი ქონების დაზიანება ან განადგურება, რომელიც გამოწვეულია ხანძრით, აფეთქებით, მექანიკური დაზიანებით, მესამე პირთა კანონსაწინააღმდეგო ან/და ბრალეული ქმედებებით, რაც უშუალოდ უკავშირდება სამუშაო პროცესს.
question-mark icon

Frequently Asked Questions

Answers to the most frequently asked questions

question-mark icon

რატომ არის საჭირო დააზღვიოთ თქვენი ბიზნესი?

ბიზნესის დაზღვევა უზრუნველყოფს ფინანსურ დაცვას მოულოდნელი მოვლენებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი. დაზღვევა გეხმარებათ დაიცვათ თქვენი აქტივები, თანამშრომლები და თქვენი ბიზნეს საქმიანობის უწყვეტობა.

რა არის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა?

პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შეცდომებისა და უმოქმედობის (E&O) დაზღვევა, იცავს ბიზნესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიულ მომსახურებას დაუდევრობის ან შეცდომებისგან, რაც იწვევს კლიენტების ფინანსურ ზარალს.

რა არის პასუხისმგებლობის ზოგადი დაზღვევა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

პასუხისმგებლობის ზოგადი დაზღვევა უზრუნველყოფს მესამე მხარის სხეულის დაზიანების და ქონებრივი ზიანის დაფარვას. ეს აუცილებელია თქვენი ბიზნესის დასაცავად საერთო რისკებისა და სამართლებრივი ვალდებულებებისგან.

როგორ იცავს თქვენს ბიზნესს ქონების დაზღვევა?

ქონების დაზღვევა ფარავს თქვენი ბიზნესის ქონების, მათ შორის შენობების, ინვენტარის, აღჭურვილობისა და სხვა აქტივების დაზიანებას ან ზარალს, ისეთი მოვლენების გამო, როგორიცაა ხანძარი, ქურდობა ან სტიქიური უბედურებები.

რა ფაქტორები მოქმედებს ბიზნესის დაზღვევის ღირებულებაზე?

ბიზნესის დაზღვევის ღირებულებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა თქვენი ბიზნესის ზომა, ინდუსტრია, მდებარეობა, დაფარვის ლიმიტები და ა.შ.

როგორ განსაზღვროთ სწორი სადაზღვევო პროდუქტი თქვენი ბიზნესისთვის?

ალდაგის გუნდი დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი ბიზნესის რისკები და მოირგოთ თქვენთვის საჭირო სადაზღვევო პროდუქტები.

რა სახის ბიზნეს დაზღვევა არსებობს?

ბიზნესის დაზღვევა მოიცავს პასუხისმგებლობის, ქონების, ბიზნესის უწყვეტობის, ავტოტრანსპორტის, თანამშრომლების, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას და ა.შ. თქვენი ბიზნესის სპეციფიკური საჭიროებები განსაზღვრავს შესაბამის დაფარვას.

რა არის ბიზნესის დაზღვევა?

ბიზნესის დაზღვევა არის დაფარვის სახეობა, რომელიც იცავს თქვენს ბიზნესს სხვადასხვა რისკებით გამოწვეული ფინანსური ზარალისგან, როგორიცაა ქონების დაზიანება, ბიზნესის შეწყვეტა და ა.შ.

Similar Products

Products that may interest you

დასაქმებულთა უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა

დასაქმებულთა უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა

Learn more
ექსპედიტორისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა

ექსპედიტორისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა

Learn more
მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა

მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა

Learn more

Leave Us Your Contact Information

Fill out the form and our representative will contact you

Leave Us Your Contact Information