ავტო ოპტიმუმი
შეიძინეთ
ღირებულების
ავტომობილისთვის

და გადაიხადეთ თვეში: 125₾ 150₾ 75₾ 15₾ 12₾ 75₾ 125₾ 50₾ -დან

ოპტიმუმი

ყველა რისკი ნახევარ ფასად - თქვენთვის შექმნილი ავტომობილის დაზღვევა


ოპტიმუმი ფარავს:

Auto Insurance Covers ავტოსაგზაო შემთხვევა
Explosion აფეთქება
Auto Insurance Covers გარეგანი დაზიანება
Fire ხანძარი
Natural Disasters სტიქიური მოვლენები

ოპტიმალური დაზღვევა ოპტიმალურ ფასად. ფიქსირებული 500 ლარიანი ფრანშიზის ხარჯზე შეგიძლიათ ყველა რისკი ნახევარ ფასად დააზღვიოთ და ყველა იმ ბენეფიტით ისარგებლოთ, რაც სტანდარტულ დაზღვევაშია.

რა არის ფრანშიზა?

ეს არის თანხის ის ოდენობა, რომელზეც თქვენ აცხადებთ თანხმობას რომ გადაიხდით და მონაწილეობას მიიღებთ თქვენი მანქანის დაზიანებული ნაწილის აღადგენის ან შეცვლის ხარჯების დაფარვაში.

დამატებით შეგიძლიათ შეიძინოთ:

პასუხისმგებლობის დაზღვევა

ავტომანქანის მართვის დროს, მესამე პირისთვის მიყენებული ქონებრივი და  ფიზიკური ზიანის ხარჯების თავიდან ასარიდებლად შეიძინეთ მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა.

ავტომფლობელთა მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისით ანაზღაურებული იქნება: 

  • მძღოლის მიერ მესამე პირის ჯანმრთელობისადმი მიყენებული ზიანით გამოწვეული ხარჯები.
  • მესამე პირის ქონების დაზიანებით გამოწვეული ხარჯები.

მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა

მძღოლისა და მგზავრების დაზღვევით ანაზღაურდება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ხარჯები

question-mark icon

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

question-mark icon

რას ნიშნავს პროპორციულობის წესი?

ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში, როცა მანქანა დაზღვეულია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად და ანაზღაურდება ზარალის ის ნაწილი რა პროპორციაშიც არის სადაზღვევო თანხა საბაზრო ღირებულებასთან. მაგ: 10 000$ ღირებულების მანქანა დაზღვეულია 5 000$-ად (ანუ, საბაზრო ღირებულების 50%). თუკი ზარალი დადგება 2 000$-ის ოდენობით, მაშინ ანაზღაურდება 1 000$ (2 000$-ის 50%), ხოლო თუ დამზღვევს აქვს შეძენილი ფრანშიზიანი პროდუქტი, ასანაზღაურებელ თანხას დააკლდება ფრანშიზის ოდენობაც.

Რა ხდება თუ მანქანა 2500$-ზე ნაკლები ღირს?

ალდაგის სატარიფო სტრუქტურით, 2500$ არის დადგენილი მინიმალური სადაზღვევო თანხა, რა ფასშიც იზღვევა ავტომანქანა. აქედან გამომდინარე, თუ მომხმარებელს სურს ნაკლები ღირებულების მანქანის დაზღვევა, დავაზღვევთ ავტომობილს გამონაკლისის სახით საბაზრო ფასის შესაბამისად, თუმცა ის გადაიხდის 2500$-იანი მანქანის შესაბამის პრემიას.

რა არის გამომუშავებული პრემია?

გამომუშავებული სადაზღვევო პრემია - სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში კონკრეტული თარიღისთვის სადაზღვევო პერიოდის დასაწყისიდან ასეთ თარიღამდე განვლილი დროის მონაკვეთის პროპორციული პრემიის ოდენობა
მაგალითად: ვთქვათ თქვენს მიერ გადახდილი წლიური პრემია უდრის 400$-ს. დაზღვევიდან მე-6 თვეს გადაწყვიტეთ გაგეუქმებინათ სადაზღვევო ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, გამოდის რომ 6 თვის მანძილზე თქვენი დაზღვევა იყო ძალაში და საჭიროების შემთხვევაში მზღვეველი აგინაზღაურებდათ ზარალს, შესაბამისად 6 თვის პროპორციული პრემია არ დაგიბრუნდებათ (ის უკვე გამომუშავებულია 200$). 
რადგან გსურთ სადაზღვევო ხელშეკრულების გაუქმება და შემდეგი 6 თვის მანძილზე თქვენი დაზღვევა აღარ იქნება ძალაში, შესაძლებელია რომ გამოუმუშავებელი პრემია, იმ დროის პროპორციულად, რომლის მანძილზეც აღარ ისარგებლებთ დაზღვევით უკან დაგიბრუნდეთ ( გამოუმუშავებელი პრემია -200$).  გამოუმუშავებელი პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუკი ანაზღაურებულია, თუნდაც მინიმალური ოდენობის ზარალი.

იხდის თუ არა მზღვეველი პატრულის ჯარიმას?

მზღვევლი არ აანაზღაურებს პატრულის ჯარიმის თანხას. ანაზღაურებას ექვემდებარება, მხოლოდ უშუალოდ ზარალის ოდენობა.

იხდის თუ არა დამზღვევი პრემიას სრულად, თუკი მზღვეველმა მას ძალიან მიზერული თანხა აუნაზღაურა?

პრემია უნდა დაიფაროს სრულად, თუკი მზღვეველი კომპანიის მხრიდან დამზღვევის სასარგებლოდ გაიცა ნებისმიერი ოდენობის ანაზღაურება.

როგორ მუშაობს რეგრესის წესი?

იმ შემთხვევაში, თუ ალდაგში დაზღვეულ ავტომობილს მიაყენებენ ზიანს, ხოლო ბრალეული მხარე განსხვავდება დამზღვევისგან/უფლებამოსილი მძღოლისგან, ალდაგი დამზღვევს ზარალს სრულად უნაზღაურებს (მაშინაც კი თუ ფრანშიზიანი პროდუქტი აქვს შეძენილი). ამასთან, მზღვეველი დამზღვევისთვის ანაზღაურებულ თანხას ამოიღებს იმ ბრალეული მხარისგან, რომელსაც წარმოეშვა სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ აენაზღაურებინა მიყენებული ზიანით გამოწვეული ხარჯები.

რა საბუთებია საჭირო ავტოდაზღვევის შესაძენად?

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი, ტექსპასპორტი, ვინ კოდი, მანქანის და მანქანის სალონის სურათები

ვის ვურეკავ პირველ რიგში ზარალის დროს?

ზარალის დროს ურეკავთ ალდაგის ქოლ-ცენტრს (2 444 999) და საპატრულო პოლიციას.

ვინ არის მესამე პირი?

მესამე პირია ნებისმიერი ის პირი, რომელიც არ არის მზღვეველი ან დამზღვევი და არ მონაწილეობს მზღვეველსა და დამზღვევს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაში. ამ განმარტების თანახმად, მესამე პირად ვერ ჩაითვლება უფლებამოსილი მძღოლი, დაზღვეული მანქანის მგზავრები, ოჯახის წევრები და პირველი რიგის ნათესავები, თანამშრომლები ან დაქვემდებარებულები. 

Რა ხდება მანქანის გაყიდვის შემთხვევაში

მანქანის გაყიდვის შემთხვევაში, მანქანას დაზღვევა არ გადაჰყვება. მნიშვნელოვანია, რომ მანქანის გასხვისების ფაქტის შესახებ აცნობოთ კომპანიას.

მსგავსი პროდუქტები

პროდუქტები რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ

auto insurance

ავტოდაზღვევა

სრულად
პრიმო

პრიმო

სრულად

დაგვიტოვეთ ნომერი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ

დაგვიტოვეთ ნომერი