უფროსი დაზღვევის მენეჯერის ასისტენტი

თბილისი, თბილისი (შერჩეული აპლიკანტები დასაქმდებიან სხვადასხვა ფილიალებში)
10 აგვისტო
სრული განაკვეთი

აღწერა:

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი დაზღვევის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.


ძირითადი მოვალეობები:

** კომუნიკაციის წარმოება კომპანიის არსებულ კლიენტებთან;
** კლიენტისგან ხელშეკრულების მოსამზადებლად საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა;
** კლიენტთან გასაგზავნი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოწესრიგება, შესაბამისი პროცესების უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის გაგზავნა;
** საჭიროებისამებრ ანგარიშების წარმოება და შედეგების მიწოდება გაყიდვების და ჯგუფის მენეჯერისთვის;
** კლიენტებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მართვა;


ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.


აუცილებელი უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა.



სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

პეროსნალური ინფორმაცია
მიაბი ფაილები

აირჩიე ფაილი ან ჩააგდე აქ

დეტალები