
ალდაგი BENE experience-ის პარტნიორია
ალდაგი ბიზნესის მხარდაჭერით ბენე ექსკლუზივის ახალი ინოვაციური პროდუქტის BENE EXPERIENCE-ის პრეზენტაცია გაიმართა.
Bene Experience არის BENE-ს სრულიად ახალი კონცეფციის პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პრემიალურ, უნიკალურ და მრავალფეროვან გამოცდილებებს, როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული მიმართულებით.
Bene Experience საქარათველოში მოქმედ სასტუმროებსა და ტურისტულ კომპანიებს საკუთარი მომხმარებილებისთვის სთავაზობს ავტომობილებით მომსახურებას სხვადასხვა ტურისტული აქტივობებისთვის, როგორებიცაა ექსკლუზიური გასტრო ტურები, შოპინგ თუ საინვესტიციო ტურები, სპორტული და ექსტრემალურ აქტივობები, ვერტმფრენითა თუ იახტით გასეირნება, და ა.შ. bene experience ქმნის უნიკალურ ტურისტულ გამოცდილებას, რომელიც საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის. ბენეს ყველა ავტომობილი დაზღვეულია ალდაგში.
„ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ახალ ინიციატივებს, რომელიც მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებს და მათ განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ბენესთან ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს და მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩავერთოთ ისეთ პროექტის განხორციელებაში, რომელიც საშუალებას მოგვცემს მივწვდეთ ჩვენს აუდიტორიას და მათ უნიკალური გამოცდილება შევძინოთ,“ - აცხადებენ ალდაგში;