გაატარე მეტი ფასდაკლებით
5 წუთი
სიახლეები
ალდაგმა და ვისოლმა მასშტაბური სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს და მომხმარებლებისთვის ერთობლივი შეთავაზებები წარადგინეს. “გაატარე მეტი ფასდაკლებით” - კამპანიის მთავარი მიზანი ავტომფლობელებისთვის ყოველდღიური ხარჯების ოპტიმიზაცია და მაქსიმალური კომფორტის შექმნაა.
ინიციატივის ფარგლებში, ალდაგის როგორც არსებული, ისე ახალი მომხმარებლები, რომლებიც ფლობენ ავტოდაზღვევას, ვისოლის ავტოგასამართ სადგურებში, ყოველ ლიტრ საწვავზე 20 თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზების გასააქტიურებლად, მომხმარებლები სმს-ით მიღებული ბმულით გაივლიან რეგისტრაციას ვისოლის აპლიკაციაში, ხოლო საწვავის ჩასხმისას ამავე აპლიკაციაში ინტეგრირებულ ალდაგის ბარათს წარადგენენ.
ამავდროულად, დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით, მომხმარებლები, რომლებიც ალდაგის ავტოდაზღვევას ვისოლის მობილური აპლიკაციის საშუალებით შეიძენენ, საჩუქრად ერთი თვის სადაზღვევო პრემიას მიიღებენ.
ალდაგის ავტოდაზღვევა მძღოლებს ფინანსურ სიმშვიდეს უზრუნველყოფს და ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევები, გარეგანი დაზიანებები, სტიქიური მოვლენები (მათ შორის სეტყვა და მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და აფეთქება.