ტუროპერატორებისა და ტურაგენტების პასუხისმგებლობის დაზღვევა

ალდაგი ტუროპერატორებისა და ტურაგენტების პასუხიმგებლობის დაზღვევის ფარგლებში  გთავაზობთ სამოქალაქო, პროფესიული, დაცვის და პროდუქტის პასუხიმგებლობის დაზღვევას


ვის წინაშე დამდგარი პასუხისმგებლობა იფარება?

  • დამზღვევის კლიენტების (ფიზიკური და იურიდიული პირები) წინაშე
  • რიგ შემთხვევაში, სხვა ტურაგენტების/ტუროპერატორების, რომელთა ქვეკონტრაქტორია დამზღვევი და მათი კლიენტების წინაშე
  • სხვა მესამე პირების წინაშე

საქმიანობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამზღვევის პასუხისმგებლობა

  • უშუალოდ დამზღვევის მიერ განხორციელებული ტურისტული საქმიანობა
  • დამზღვევის ქვეკონტრაქტორების მიერ განხორციელებული ტურისტული საქმიანობა

სამოქალაქო პასუხისმგებლობა

იფარება დამზღვევის საქმიანობის შედეგად მესამე პირების სხეულისა და/ან ქონების დაზიანებით გამოწვეული პასუხისმგებლობა.

მაგალითი: სასტუმროში, სადაც ტუროპერატორმა მიიყვანა ტურისტები, გაჩნდა ხანძარი და ტურისტებმა მიიღეს სხეულის დაზიანება.

პროდუქტზე პასუხისმგებლობა

იფარება მესამე პირებისთვის დამზღვევის პროდუქტით მიყენებული სხეულისა და/ან ქონების დაზიანებით გამოწვეული პასუხისმგებლობა.

მაგალითი: ტუროპერატორმა ექსკურსიაზე უზრუნველყო ტურისტების კვება, რის შედეგადაც ტურისტები მოიწამლნენ.

პროფესიული პასუხისმგებლობა

იფარება დამზღვევის პროფესიული შეცდომის შედეგად მესამე პირებისთვის მიყენებული ზარალით გამოწვეული პასუხისმგებლობა.

მაგალითი: ტუროპერატორს შეეშალა სასტუმროს დაჯავშნის თარიღი, რის გამოც ტურისტი ერთი ღამით დარჩა სხვა სასტუმროში.

დაცვის ხარჯები

ანაზღაურდება ამ პოლისით დაფარული პრეტენზიებისგან თავის დასაცავად გაწეული, მზღვეველთან წინასწარ შეთანხმებული გონივრული ხარჯები.

დაფარვა
პოლისი უზრუნველყოფს ე.წ. „CLAIMS MADE“ დაფარვას. დაფარვა მოქმედებს მხოლოდ იმ პრეტენზიების მიმართ, რომლებიც პირველად წარდგენილია დაზღვეულის წინააღმდეგ და შეტყობინებულია მზღვეველისთვის დაზღვევის პერიოდის განმავლობაში.

კანონმდებლობა და იურისდიქცია

პოლისი ფარავს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით წარდგენილ პრეტენზიებს. მხარეებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, დამზღვევისადმი მიყენებული ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მიხედვით. უცხო ქვეყნების სასამართლოს/არბიტრაჟის/ მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაფარვას არ დაექვემდებარება, მიუხედავად  იმისა, ამგვარი გადაწყვეტილებები აღიარებულია/აღსრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე, თუ არა.

მხოლოდ ალდაგის დაზღვევა ტურისტების COVID 19-ით დაინფიცირებისას ფარავს თქვენს პასუხისმგებლობას.

question-mark icon

Frequently Asked Questions

Answers to the most frequently asked questions

question-mark icon

რატომ არის საჭირო დააზღვიოთ თქვენი ბიზნესი?

ბიზნესის დაზღვევა უზრუნველყოფს ფინანსურ დაცვას მოულოდნელი მოვლენებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი. დაზღვევა გეხმარებათ დაიცვათ თქვენი აქტივები, თანამშრომლები და თქვენი ბიზნეს საქმიანობის უწყვეტობა.

რა არის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა?

პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შეცდომებისა და უმოქმედობის (E&O) დაზღვევა, იცავს ბიზნესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიულ მომსახურებას დაუდევრობის ან შეცდომებისგან, რაც იწვევს კლიენტების ფინანსურ ზარალს.

რა არის პასუხისმგებლობის ზოგადი დაზღვევა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

პასუხისმგებლობის ზოგადი დაზღვევა უზრუნველყოფს მესამე მხარის სხეულის დაზიანების და ქონებრივი ზიანის დაფარვას. ეს აუცილებელია თქვენი ბიზნესის დასაცავად საერთო რისკებისა და სამართლებრივი ვალდებულებებისგან.

როგორ იცავს თქვენს ბიზნესს ქონების დაზღვევა?

ქონების დაზღვევა ფარავს თქვენი ბიზნესის ქონების, მათ შორის შენობების, ინვენტარის, აღჭურვილობისა და სხვა აქტივების დაზიანებას ან ზარალს, ისეთი მოვლენების გამო, როგორიცაა ხანძარი, ქურდობა ან სტიქიური უბედურებები.

რა ფაქტორები მოქმედებს ბიზნესის დაზღვევის ღირებულებაზე?

ბიზნესის დაზღვევის ღირებულებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა თქვენი ბიზნესის ზომა, ინდუსტრია, მდებარეობა, დაფარვის ლიმიტები და ა.შ.

როგორ განსაზღვროთ სწორი სადაზღვევო პროდუქტი თქვენი ბიზნესისთვის?

ალდაგის გუნდი დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი ბიზნესის რისკები და მოირგოთ თქვენთვის საჭირო სადაზღვევო პროდუქტები.

რა სახის ბიზნეს დაზღვევა არსებობს?

ბიზნესის დაზღვევა მოიცავს პასუხისმგებლობის, ქონების, ბიზნესის უწყვეტობის, ავტოტრანსპორტის, თანამშრომლების, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას და ა.შ. თქვენი ბიზნესის სპეციფიკური საჭიროებები განსაზღვრავს შესაბამის დაფარვას.

რა არის ბიზნესის დაზღვევა?

ბიზნესის დაზღვევა არის დაფარვის სახეობა, რომელიც იცავს თქვენს ბიზნესს სხვადასხვა რისკებით გამოწვეული ფინანსური ზარალისგან, როგორიცაა ქონების დაზიანება, ბიზნესის შეწყვეტა და ა.შ.

Similar Products

Products that may interest you

დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა

დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა

Learn more
დასაქმებულთა უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა

დასაქმებულთა უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა

Learn more
ექსპედიტორისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა

ექსპედიტორისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა

Learn more

Leave Us Your Contact Information

Fill out the form and our representative will contact you

Leave Us Your Contact Information