ალდაგის ქონების დაზღვევა ბაზარზე გამორჩეული პროდუქტია, რადგან მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის ან ბინის სრულად განადგურების შემთხვევაში საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას მიიღებთ. ქონების დაზღვევა/ბინის დაზღვევა გიცავს ყველაზე ხშირად წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი რისკებისგან;
სახლის დაზღვევა/ბინის დაზღვევა ფარავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა:
ქონების დაზღვევისას კომპანია ხელმძღვანელობს არა კვადრატული ლიმიტებით, არამედ დაზიანებული ტექნიკის, ავეჯისა თუ რემონტის ახლის ჩანაცვლების მეთოდით. ეს ნიშნავს, რომ თუ მომხმარებლის ქონება დაზიანდა იმგვარად, რომ არ ექვემდებარება აღდგენას, ალდაგი ძველს ახლით ჩაანაცვლებს, იმ სადაზღვევო პირობების ფარგლებში, რომელიც მომხმარებელს ჰქონდა შერჩეული.
მაგალითად, თუ მომხმარებლის 60 კვადრატული ბინა შეფასებული იყო 160,000 აშშ დოლარად და სარგებლობდა პრემიუმ დაზღვევით (რომელიც ფარავს როგორც კარკასს, ასევე შიგთავსსა და რემონტს), ასეთი ბინის სრული დაზიანების მომხმარებელს ძველი ბინა ახლით ჩაუნაცვლდება.
პოლისის პირობების შესაბამისად, იგივე მიდგომა ვრცელდება რემონტის, ტექნიკისა და ავეჯის დაზიანებაზეც.
პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე
ავარიული სტატუსის მქონე ბინა, კერძო სახლი, რომელიც არ გამოიყენება საცხოვრებელი მიზნებისთვის.
დიახ, შესაძლებელია
ამ სამი დაფარვიდან ნებისმიერის დამატება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყიდულობთ ძირითადი ქონების დაზღვევას (კარკასს, რემონტს, შიგთავსს)
სადაზღვევო ხელშეკრულება იდება 1 წლის ვადით.
სადაზღვევო პრემიის გადახდა შეგიძლიათ ერთიანად, კვარტლურად ან 6 თვეში ერთხელ.
შეგიძლიათ დააზღვიოთ სხვის საკუთრებაში არსებული სახლი, თუ გექნებათ ნებართვა მესაკუთრისგან.
სადაზღვევო თანხა ჩაირიცხება მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 დღეში
სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას სახლს ვერ დააზღვევთ. თუმცა, როცა დაასრულებთ, შეგიძლიათ მაშინვე მოგვმართოთ.
დასაზღვევი ქონების მშენებლობა დასრულებული უნდა იყოს. შესაძლებელია ისეთი ქონების დაზღვევაც, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ამონაწერში ფიქსირდება როგორც მშენებარე.
შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ