საქართველოს მოწყალებისა და ჯანმრთელობის ფონდთან შეიქმნა სადაზღვევო სამედიცინო კომპანია ალდაგი
პირველი ორგანიზაცია, რომელიც სადაზღვევო სამედიცინო კომპანია ალდაგმა დააზღვია იყო საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები
ალდაგის მთლიანმა მოზიდულმა პრემიამ ერთ მილიონ მანეთს გადააჭარბა
ალდაგმა ხელშეკრულება გააფორმა კომპანიებთან: LLOYD'S და HARRIS & DIXON
ალდაგის შუამდგომლობით, აფხაზეთის ომის პერიოდში, საფრანგეთიდან 5 ტონის მოცულობის პირველი ჰუმანიტარული დახმარება შემოვიდა
სადაზღვევო სამედიცინო კომპანია ალდაგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაიქმნა და საერთაშორისო სადაზღვევო ბაზარზეც გავიდა
ალდაგმა პირველი ფაკულტატური რისკი, ტვირთის გადაზღვევის სახით, ლონდონის ბაზარზე განათავსა
ალდაგმა დაიწყო ახალი სადაზღვევო პროდუქტის - სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვა
შეიქმნა დაზღვევის ორი ახალი მიმართულება - ქონებისა და ავტომობილების დაზღვევა
ალდაგმა საქართველოში მოიწვია მსოფლიოს უდიდესი გადამზღვევი კომპანია SWISS RE-ს წარმომადგენლები
ალდაგი სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა
შეიქმნა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, დაიწყო სადაზღვევო კომპანიების რეგისტრაცია და ლიცენზირება
ბრიტანული ინვესტიციით დაარსდა სადაზღვევო კომპანია ბრიტანეთი- კავკასია (BCI), ეს იყო პირველი უცხოური ინვესტიცია საქართველოს სადაზღვევო სექტორში
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 18 სადაზღვევო კომპანია იყო დარეგისტრირებული
ალდაგი და ქართული დაზღვევა გაერთიანდა
ალდაგმა სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია აიღო
ალდაგის სათავო ოფისი მდებარეობდა თბილისში. ფილიალები კი ფუნქციონირებდა ქალაქებში: რუსთავი, ბათუმი, გორი, ქუთაისი, ახალციხე, ფოთი და ა.შ.
ალდაგის მიერ მოზიდულმა პრემიამ 12 მილიონ ლარს გადააჭარბა
გაიხსნა ბისიაის რეგიონული წარმომადგენლობები ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში
საქართველოში 24 სადაზღვევო კომპანია საქმიანობდა
გაიხსნა ალდაგი ასისტანსის სამედიცინო ცენტრი, რომელიც ალდაგის დაზღვეულებს ემსახურებოდა
საქართველოს ბანკმა სადაზღვევო კომპანია ბისიაის აქციების 100% შეიძინა
ჟენევაში გამართულ BUSINESS INITIATIVE DIRECTIONS-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ალდაგი საუკუნის საერთაშორისო ოქროს კატეგორიით დაჯილდოვდა
ალდაგმა სადაზღვევო კომპანია სელბი შეისყიდა
ბისიაიმ სადაზღვევო კომპანია ევროპეისი შეიძინა
შეიქმნა სადაზღვევო პროგრამა ჩემები, რომელიც აერთიანებდა ავტოტრანსპორტის, სამოგზაურო, ქონების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევას
ბისიაიმ შეიძინა სადაზღვევო კომპანია ალდაგის აქციების 100%
ბისიაიმ საკუთარი კლინიკების ქსელი ჩემი ოჯახის კლინიკა გახსნა
ბრიტანეთი- კავკასია (BCI) რეგისტრაციაში ტარდება, როგორც სადაზღვევო კომპანია ბისიაი
22 ივნისს სადაზღვევო კომპანიები ალდაგი და ბისიაი გაერთიანდა სახელწოდებით ალდაგი ბისიაი
ჩემები საუკეთესო ბრენდად დასახელდა
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ Golden Brand 2008-ზე სადაზღვევო კომპანია – რჩეული ბრენდის ჯილდო მიიღო
ალდაგი ბისიაიმ ქუთაისში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი შეიძინა
ალდაგი ბისიაიმ გააფართოვა ჩემი ოჯახის კლინიკების ქსელი. არსებულ კლინიკას თბილისსა და ბათუმში კიდევ ორი კლინიკა შეემატა
ალდაგი ბისიაი კავკასიის რეგიონში საუკეთესო მზღვეველი! - ეს ტიტული კომპანიამ ევრომანი 2009-გან მიიღო
ალდაგი ბისიაი გახდა პირველი კომპანია, რომელმაც 2010 წელს პირველი აგროდაზღვევის პოლისი გასცა.
ალდაგი ბისიაიმ მასშტაბური სააგენტო ქსელი შექმნა, რომელიც ასეულობით ადამიანს ასაქმებდა
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ 2010 წელს დაიწყო სოციალური პროექტის გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს განხორციელება
ალდაგი ბისიაი ჩაერთო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტში, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 8 მლნ. აშშ დოლარი იყო
ალდაგი ბისიაიმ ახალი, უნიკალური ტიპის მომსახურების ცენტრი გახსნა, სადაც ყველა სახის სადაზღვევო მომსახურების მიღება იყო შესაძლებელი
ალდაგი ბისიაიმ ქუთაისში ახალი მომსახურების ცენტრი გახსნა. ახალ მომსახურების ცენტრში შესაძლებელი იყო ყველა სახის სადაზღვევო სერვისის მიღება
ალდაგი ბისიაიმ VIP მომსახურების სერვის კლუბი გახსნა. სერვის კლუბი განკუთვნილი იყო მათთვის, ვინც ინდივიდუალურ მიდგომას ანიჭებდა უპირატესობას
ალდაგი ბისიაიმ მომხმარებლებს პროდუქტები, მედიქ ქარდი და მედიქ ქარდ ბეიბი შესთავაზა, რომელთა ანალოგიც სადაზღვევო ბაზარზე არ არსებობდა
ალდაგი ბისიაი სოციალურ სივრცეში გააქტიურდა. კომპანიამ ფეისბუქზე საკუთარი გვერდი შექმნა.
ალდაგი ბისიაიმ სადაზღვევო კომპანია იმედი L შეიძინა
კომპანიამ შეიცვალა სახელი, სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბაზარზე ახალი ლოგოთი წარსდგა.
ალდაგი აქტიურად ჩაერთო აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროექტში
2014 წელს პირველად საქართველოში სადაზღვევო სექტორში გაიყო კომპანია. ჯანმრთელობის დაზღვევის გაყიდვა იმედი L-ის სახელით დაიწყო.
ალდაგის 25 წლის იუბილე!
შეიქმნა ავტოდაზღვევის ახალი პროდუქტი სპეციალურად გამოცდილი მძღოლებისთვის - ავტო სტარტი მხოლოდ 1.9%-ად
ალდაგმა ყაზბეგის 25-ში ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვის სივრცე გახსნა
2017 წელს სადაზღვევო კომპანია ალდაგი World Finance Global Insurance Awards-ის მიერ საქართველოში საუკეთესო მზღვეველად დასახელდა
დაემატა ახალი პროდუქტი - ტურის დაზღვევა, რომელიც შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლაზე უარისგან დაზღვევას გულისხმობს
2018 წელს სადაზღვევო კომპანია ალდაგი Global Brand Magazine -ის მიერ საქართველოში ავტოდაზღვევის საუკეთესო ბრენდად დასახელდა
შეიქმნა სპეციალური სადაზღვევო პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - ალდაგი ბიზნესი
ალდაგის მხარდაჭერით, თბილისში, დაზღვევის პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
ალდაგმა Global Compact Georgia-ს სოციალური პასუხისმგებლობის 2020 წლის კონკურსში საქართველოში საუკეთესო ციფრული ტრანსფორმაციისთვის ჯილდო მიიღო.
ალდაგის ყველა სერვისი დისტანციურად ხელმისაწვდომია
ალდაგი - “ბიზნესის საუკეთესო მზღვეველი 2021”
ალდაგი საერთაშორისო გადაზღვევის მიმართულებას აფუძნებს
პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურება საქართველოში - პრიმო ალდაგისგან
პირველი საერთაშორისო რეიტინგი დაზღვევაში - AM Best-მა ალდაგს საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა
2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ფლობს საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხს. აქვს სადაზღვევო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. 2004 წლიდან მუშაობს სადაზღვევო კომპანია ალდაგში, სადაც მისი კარიერა კორპორატიული კლიენტების განყოფილების უფროსის პოზიციით დაიწყო. 2009 წლამდე კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაც ეკავა. 2009 - 2014 წლებში იყო ალდაგის გენერალური დირექტორის მოადგილე. 2014 წლიდან ალდაგის გენერალური დირექტორია.
2009 წელს დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლის ბაკალვრიატი ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით. მას სადაზღვევო სექტორში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. ლაშა ხახუტაიშვილის კარიერა ალდაგში 2008 წელს ფინანსური რეპორტინგის ოფიცრის პოზიციით დაიწყო. მისი კარიერული განვითარება ალდაგში ბიუჯეტირებისა და ფინანსური კონტროლის განყოფილების უფროსის და ფინანსური მენეჯერის თანამდებობებს მოიცავს. 2014 წლიდან კომპანიის ფინანსური დირექტორის პოზიცია უკავია.
2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურიდიული ფაკულტეტი. თამარს სადაზღვევოს სექტორში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. ალდაგის გუნდს 2006 წელს შემოუერთდა. 2006-2008 წლებში მისი კარიერული განვითარება ასისტენტის, სადაზღვევო მენეჯერისა და კორპორატიული გაყიდვების ერთ-ერთი სექტორის უფროსის თანამდებობებს მოიცავდა. 2009 წლიდან თამარ ჭკადუა არასამთავრობო და მცირე და საშუალო ბიზნესის კორპორატიული დაზღვევის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2014 წლიდან არის ალდაგის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი.
1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საწარმოო ეკონომიკის და მართვის ფაკულტეტი. მან ასევე დაამთავრა მარკეტინგისა და მართვის ბაკალავრიატი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დავით ეჯიბიას სადაზღვევო სექტორში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. 2001 წელს შემოუერთდა ალდაგის გუნდს კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. 2003-2007 წლებში დავით ეჯიბიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერისა და უფროსი მენეჯერის თანამდებობები ეკავა. 2014 წლიდან ალდაგის კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო კურსი. მას სხვადასხვა სფეროში, იურისტად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. თეონა კვიციანი ალდაგის გუნდს 2009 წელს შემოუერთდა და იურისტის პოზიციას იკავებდა. 2014 წელს ალდაგის იურიდიული განყოფილების უფროსად დაინიშნა. 2015 წელს გახდა იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი. 2018 წლიდან თეონა კვიციანი იურიდიული , ზარალების მართვისა და სუბროგაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებს.
2002 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა, სპეციალობით კომპიუტერული ტექნოლოგიები. 2007 წელს დაამთავრა, ESM -ის მაგისტრატურა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ხოლო 2010 წელს ჯორჯ ვაშინქტონის უნივერსიტეტის მაგისტრატურა პროექტების მართვაში. 2001-2006 მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში IT-მიმართულებით, მათ შორის 2003-2006 წლებში იყო ალდაგის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი. 2007-2017 წლებში მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წამყვან თანამდებობებზე. 2017 წელს იგი შემოუერთდა ალდაგის გუნდს, როგორც სტრატეგიული განვითარების დირექტორი. ის არის ICT ბიზნესს საბჭოს და GITI- Georgian IT Innovation Event დამფუძნებელი.
2008 წლიდან 2016 წლამდე დასაქმებული იყო საბანკო სექტორში. თავდაპირველად ის კლიენტთა მომსახურების, შემდეგომ კი ადამიანური რესურსების მიმართულებით საქმიანობდა. აღნიშნული გამოცდილების გარდა, ის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა საცალო და სატელეკომუნიკაციო სფეროში. ალდაგის გუნდს შემოურთდა 2018 წელს და ხელმძღვანელობდა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას. 2021 წლიდან არის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების და საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი.