ავტო დაზღვევა

მანქანის მართვის დროს გზა მოულოდნელობებით სავსეა. ავტომობილის დაზღვევით შეძლებ საკუთარი ფინანსების დაცვას და ისარგებლებ 24 საათიანი ავტო ასისტანსის მომსახურებით. ავტოსაგზაო შემთხვევისას, ავტო დაზღვევა დაგეხმარება,  აღადგინო ან შეცვალო ავტომობილის დაზიანებული ნაწილები და დაუბრუნდე ცხოვრების ჩვეულ რიტმს უმოკლეს ვადაში.

ავტო დაზღვევა
ავტო დაზღვევა

დაზღვევა შენს ავტომობილზე მორგებული პირობებით

გაიგე მეტი
პასუხისმგებლობის დაზღვევა

ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა

გაიგე მეტი
ავტო „ოპტიმუმი“

ყველა რისკი ნახევარ ფასად

გაიგე მეტი
დამატებითი ინფორმაცია

რას მოიცავს ალდაგის 24 საათიანი ავტო ასისტანსის მომსახურება?

  • საბურავის დაბერვა ან შეცვლა (სათადარიგო საბურავის არსებობის შემთხვევაში)

  • მცირე ტექნიკური პრობლემის ადგილზე მოგვარება

  • აკუმულატორის დამუხტვა

  • საწვავის მიწოდება

  • ლაფეტით მომსახურება თბილისი და თბილისიდან 30 კმ რადიუსში

  • ლაფეტით მომსახურება ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, გორში, თელავში და ამ ქალაქებიდან 30 კმ რადიუსში 

 
რა შემთხვევები იფარება?

  • თუ ავტოსაგზაო შემთხვევა შენი ბრალეულობით ხდება და მეორე მხარე აცხადებს, რომ მისი ზიანი საკმაოდ დიდია, ალდაგი აგინაზღაურებს ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ ხარჯებს.

  • თუ შენ შემთხვევით აზიანებ საკუთარ მანქანას, მაგალითად: მოყინულ გზაზე მოცურების შედეგად ზიანდება მანქანის რომელიმე ნაწილი და ავტომობილს შეკეთება სჭირდება, ალდაგი აგინაზღაურებს ხარჯებს პოლისის ფარგლებში. 

  • თუ შენი მანქანა მოულოდნელად ყვება სეტყვაში და ზიანდება მისი სახურავი, ან სხვა რომელიმე ნაწილი,  სადაზღვევო პოლისით აინაზღაურებ ბუნებრივი მოვლენისგან გამოწვეულ ხარჯებს.

  • თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზიანდებიან მძღოლი და მანქანაში მყოფი ადამიანები, ალდაგი აგინაზღაურებს ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ ხარჯებს.

აღნიშნულ შემთხვევებთან ერთად, ალდაგის ავტო დაზღვევა მოიცავს შემდეგ რისკებს: სრული ან ნაწილობრივი დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი, სტიქიური უბედურებები, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, საგნების ვარდნა.
დამატებით, ასევე შეგიძლია შეიძინო ავტო პასუხისმგებლობისა და მძღოლისა და მგზავრთა პასუხისმგებლობის დაზღვევა. 
 

რა არის ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევა?

მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენით, შესაძლებლობა გაქვს, თავიდან აიცილო, ავტომანქანის მართვისას, მესამე პირთათვის მიყენებული ქონებრივი და ფიზიკური ზიანის ხარჯები.
შენი პასუხისმგებლობა დაზღვეული იქნება მხოლოდ შენს საკუთრებაში არსებული ავტომობილის მართვის შემთხვევაში.
 
ავტომფლობელთა მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისით ანაზღაურებული იქნება:

  • მძღოლის მიერ მესამე პირის ჯანმრთელობისადმი მიყენებული ზიანით გამოწვეული ხარჯები

  • მესამე პირის ქონების დაზიანებით გამოწვეული ხარჯები

 
რას მოიცავს მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა?

მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევის პოლისით დაზღვეულია შენი და შენი მგზავრების ჯანრთელობა და სიცოცხლე. დაზღვევით შეძლებ თავის დაცვას გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.

 

როგორ მოვიქცე ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას?

  • დაუყოვნებლივ დააფიქსირე შემთხვევა ცხელ ხაზზე - 0 322 444 999

  • შეატყობინე შემხვევის შესახებ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს