პროდუქტის აღწერა

ალდაგის სადაზღვევო გარანტია თქვენი ბიზნესის ფინანსური  სტაბილურობის გარანტია

სადაზღვევო გარანტია სადაზღვევო პროდუქტია, რომლის წარდგენაც ტენდერებში მონაწილე კომპანიებს მოეთხოვებათ დამკვეთის მიმართ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის უზრუნველსაყოფად

ალდაგი გადმოგცემთ დოკუმენტს დასტურად იმისა, რომ თქვენი კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების დროულად და სათანადოდ შეუსრულებლობის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია გადაიხდის დამდგარი ფინანსური რისკის თანხას.

სადაზღვევო გარანტია საშუალებას მოგცემთ ფულადი რესურსების დაბლოკვის გარეშე ერთდროულად აწარმოოთ რამოდენიმე საქმე, რაც კომპანიის ფინანსურ ლიკვიდობას აუმჯობესებს და ზრდის მის სანდოობას ბიზნეს პარტნიორებთან. ხშირ შემთხვევაში, სადაზღვევო გარანტია წარმოადგენს ბიზნესპარტნიორებთან ხელშეკრულების დადების წინაპირობას.


სატენდერო წინადადების გარანტია

სატენდერო წინადადების გარანტიის წარდგენის ვალდებულება ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულ მხარეებს ეკისრებათ. გარანტიის დანიშნულებაა დაარეგულიროს ის შემთხვევა, როცა გამარჯვებული მონაწილე სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, უარს აცხადებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.


ხელშეკრულების შესრულების გარანტია

უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად და წინასწარ განსაზღვრული პირობებით შესრულებას.

 

საავანსო გარანტია

საავანსო გარანტია უზრუნველყოფს ავანსად გაცემული თანხის დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.


გადახდის გარანტია

არეგულირებს მყიდველსა და გამყიდველს შორის აღებული ვალდებულებების შესრულებას იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდა მიწოდებული საქონლის / მომსახურების თანხის დროული გადახდა.


ხარისხის გარანტია

უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ შესაძლო წარმოქმნილი დეფექტების აღმოფხვრის ვალდებულებას.


საბაჟო გარანტია

უზრუნველყოფს დადგენილი საბაჟო გადასახადების დაფარვისა და მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებების შესრულებას სხვადასხვა საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
 

შეიძინე ახლავე
დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი ფინანსების დასაცავად