ალდაგი გთავაზობთ თქვენი კომპანიის პასუხისმგებლობის დაზღვევას. ანაზღაურდება ზარალი, რომელიც გამოწვეულია თქვენი საქმიანობის შედეგად მესამე პირის ქონების ან/და სხეულის დაზიანებით მიყენებული ზიანით.
სადაზღვევო რისკები
მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა ანაზღაურებს შემდეგი გარემოებებით გამოწვეულ ფინანსურ ზარალს:
- ორგანიზაციის საქმიანობის შედეგად ნებისმიერი მესამე მხარისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანი (სხეულის დაზიანება, შრომის უნარის დაკარგვა, გარდაცვალება)
- ორგანიზაციის საქმიანობის შედეგად ნებისმიერი მესამე მხარისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი (მესამე პირის კუთვნილი ქონების დაზიანება ან/და განადგურება)