აღნიშნული დაზღვევა უზრუნველყოფს ყველა რისკის (All-Risks) დაფარვას, ანუ ფარავს სამშენებლო მოედანზე ყველა გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი შემთხვევით გამოწვეულ მატერიალურ ზარალს, რომელიც პოლისის პირობებით არ წარმოადგენს გამონაკლისს.
დაზღვევას ექვემდებარება მშენებლობისთვის გამოსაყენებელი მანქანა-დანადგარები, მათ შორის, ამწეები, მიწის სათხრელი მანქანები, სამშენებლო მოედანზე განლაგებული სატრანსპორტო საშუალებები და სხვა.
დაზღვევა მოქმედებს სამშენებლო მოედნის ფარგლებში.
სადაზღვევო პოლისით იფარება:
ყველა რისკი, რომელიც პოლისის პირობებით არ წარმოადგენს გამონაკლისს, მათ შორის:
- სამშენებლო ტექნიკის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება
- ხანძარი
- აფეთქება
- დაზღვეული საგნის გატაცება
- ქურდობა
- ყაჩაღობა
- ძარცვა
- სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზიანი