პროდუქტის აღწერა
სამშენებლო რისკების დაზღვევის პოლისით თქვენ შეძლებთ დააზღვიოთ თქვენი მშენებლობა. აღნიშნული დაფარვა გულისხმობს სამშენებლო პოლიგონზე მობილიზებული ყველა იმ მატერიალური ქონების დაზღვევას, რომლებიც ჩართულია სამშენებლო პროცესში (თვით სამშენებლო ობიექტი, სამშენებლო მასალა, სამუშაო ძალა, სპეც. ტექნიკა და სხვა).
დაზღვევას ექვემდებარება სამშენებლო ობიექტი უშუალოდ მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე პერიოდში. შესაბამისად, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, სადაზღვევო პოლისის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ მშენებლობის დაწყებამდე.
ობიექტი დაზღვეული იქნება ყველა რისკისგან, რომლებიც შეიძლება მიადგეს მას მშენებლობის მსვლელობისას. პოლისი ასევე ითვალისწინებს ანაზღაურების გაცემას იმ შემთხვევებში, როდესაც სამშენებლო სამუშაოების მსვლელობისას ზარალი მიადგა მესამე პირთა ქონებასა თუ ჯანმრთელობას.