Complete home insurance

სახლის სრული დაზღვევა

შეძენა

ალდაგის ქონების დაზღვევა ბაზარზე გამორჩეული პროდუქტია, რადგან მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად განადგურების შემთხვევაში საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას მიითებთ. ქონების დაზღვევა გიცავს ყველაზე ხშირად წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ისეთი რისკებისგან, როგორებიცაა:


სახლის სრული დაზღვევა ფარავს:

Explosion აფეთქება
Fire ხანძარი
დატბორვა დატბორვა
Lightning Strike მეხის დაცემა
Robbery, burglary, vandalism ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა
ბუნებრივი კატაკლიზმები ბუნებრივი კატაკლიზმები
სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას სრულად მიიღებთ.

ვისთვის არის ეს პროდუქტი

  • ბინის მფლობელებისთვის
  • კერძო სახლის მფლობელებისთვის
  • გაქირავებული ქონების მესაკუთრეებისთვის

რას მოიცავს სახლის დაზღვევა

სახლის დაზღვევა ფარავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა:
  • კარკასის დაზიანება (ბინა/სახლი)
  • ავეჯის, ტექნიკისა და რემონტის დაზიანება
  • მეზობლისპასუხისმგებლობა (თუ მეზობელმა დაგაზიანა)
  • მესამე პირის პასუხისმგებლობა (თუ მეზობელი დააზიანე)
  • სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზიანი

რატომ უნდა დააზღვიო სახლი

  • თავიდან აიცილებთ დიდ ფინანსურ ზიანს
  • დაცული იქნებით ყოველდღიური საყოფაცხოვრებო რისკებისგან
  • დაცული იქნებით მესამე პირის ქონებისთვის მიყენებული ზიანის ფინანსური ვალდებულებისგან

პოლისები და დაფარვები:

პრემიუმი - კარკასის, რემონტის, ავეჯისა და ტექნიკის დაზღვევა
კომფორტი - რემონტის, ავეჯისა და ტექნიკის დაზღვევა

ქონების დაზღვევისას კომპანია ხელმძღვანელობს არა კვადრატული ლიმიტებით, არამედ დაზიანებული ტექნიკის, ავეჯისა თუ რემონტის ახლის ჩანაცვლების მეთოდით. ეს ნიშნავს, რომ თუ მომხმარებლის ქონება დაზიანდა იმგვარად, რომ არ ექვემდებარება აღდგენას, ალდაგი ძველს ახლით ჩაანაცვლებს, იმ სადაზღვევო პირობების ფარგლებში, რომელიც მომხმარებელს ჰქონდა შერჩეული.
მაგალითად, თუ მომხმარებლის 60 კვადრატული ბინა შეფასებული იყო 160,000 აშშ დოლარად და სარგებლობდა პრემიუმ დაზღვევით (რომელიც ფარავს როგორც კარკასს, ასევე შიგთავსსა და რემონტს), ასეთი ბინის სრული დაზიანების მომხმარებელს ძველი ბინა ახლით ჩაუნაცვლდება.
პოლისის პირობების შესაბამისად, იგივე მიდგომა ვრცელდება რემონტის, ტექნიკისა და ავეჯის დაზიანებაზეც.

question-mark icon

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

question-mark icon

როგორ სახლს ვერ დააზღვევთ?

ავარიული სტატუსის მქონე ბინა, კერძო სახლი, რომელიც არ გამოიყენება საცხოვრებელი მიზნებისთვის.

შესაძლებელია თუ არა შეიძინოთ მხოლოდ მეზობლობის დაზღვევა?

დიახ, შესაძლებელია

შესაძლებელია თუ არა შეიძინოთ მხოლოდ მოიჯარის/მეიჯარის ან საიჯარო შემოსავლის დაზღვევა?

ამ სამი დაფარვიდან ნებისმიერის დამატება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყიდულობთ ძირითადი ქონების დაზღვევას (კარკასს, რემონტს, შიგთავსს)

რა ვადით იდება სადაზღვევო ხელშეკრულება?

სადაზღვევო ხელშეკრულება იდება 1 წლის ვადით.

Როგორ ხდება სადაზღვევო პრემიის გადახდა?

სადაზღვევო პრემიის გადახდა შეგიძლიათ ერთიანად, კვარტლურად ან 6 თვეში ერთხელ.

აუცილებელია თუ არა სახლი თქვენს საკუთრებაში იყოს, რომ დააზღვიოთ?

შეგიძლიათ დააზღვიოთ სხვის საკუთრებაში არსებული სახლი, თუ გექნებათ ნებართვა მესაკუთრისგან.

რამდენ ხანში აგინაზღაურდებათ ზარალი?

სადაზღვევო თანხა ჩაირიცხება მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 დღეში

შესაძლებელია თუ არა სახლის დაზღვევა, თუ სარემონტო სამუშაოები არ დასრულებულა?

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას სახლს ვერ დააზღვევთ. თუმცა, როცა დაასრულებთ, შეგიძლიათ მაშინვე მოგვმართოთ.

შესაძლებელია თუ არა მშენებარე სახლის დაზღვევა?

დასაზღვევი ქონების მშენებლობა დასრულებული უნდა იყოს. შესაძლებელია ისეთი ქონების დაზღვევაც, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ამონაწერში ფიქსირდება როგორც მშენებარე.

დაგვიტოვეთ ნომერი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ

დაგვიტოვეთ ნომერი