აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარს ალდაგმა 232 ათასი ლარის ზარალი აუნაზღაურა
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში ფერმერ გიორგი ებანოიძეს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სადაზღვევო კომპანია ალდაგმა უკვე აუნაზღაურა.  2015 წლის 20 ივნისს, სეტყვამ გიორგი ებანოიძეს ხახვის მოსავლის 75%  გაუნადგურა. სადაზღვევო ანაზღაურებამ  232 ათასი ლარი შეადგინა, რაც სადაზღვევო კომპანია ალდაგმა გიორგი ებანოიძეს გამარტივებული პროცედურების შედეგად, უმოკლეს ვადაში აუნაზღაურა.

ფერმერი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ აგროდაზღვევის“ პროგრამაში 2014 წლის ოქტომბრის თვეში ჩაერთო. პროექტის დახმარებით 17 ჰექტარი ხახვის მოსავალი დააზღვია, სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 30 345 ლარი, აქედან სააგენტოს გადასახდელმა თანხამ  28,560ლარი, ხოლო გიორგი ებანოიძეს მხოლოდ 1785 ლარის გადახდა მოუხდა.

დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამა „აგროდაზღვევის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე,  სადაზღვეო კომპანია ალდაგის ქონებრივი ზარალების მართვისა და მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი ვახტანგ ებიტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის რაიონში  დაზარალებულ გიორგი ებანოიძეს შეხვდნენ და  სტიქიის  შედეგად განადგურებული ნაკვეთი დაათვალიერეს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და აგრო სექტორში სადაზღვევო ბაზრის დამკვიდრებას. აქედან გამომდინარე, პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, სახელმწიფო ფერმერებს სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (40%-დან 60%-მდე) უფინანსებს.