ანაზღაურების საუკეთესო პირობები ფერმერებისთვის ალდაგში
ალდაგში აგროდაზღვევის სეზონი დაიწყო. ფერმერებს, რომლებიც თავის მოსავალს ალდაგში დააზღვევენ, შეძლებენ, უსწრაფესად მიიღონ ანაზღაურება და მალევე აღიდგინონ დანაკარგები, თუ მოსავალი ბუნებრივი მოვლენებისგან დაუზიანდათ.
ალდაგი ჩართულია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, რაც ნიშნავს, რომ ფერმერებს სხვადასხვა კულტურის შემთხვევაში დაზღვევის თანხის 50 -70%-ს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს, მათ მოუწევთ დაზღვევის რეალური ღირებულების ნახევრის ან 30%-ის გადახდა, რაც საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის დაზღვევას.
ფერმერებს საშუალება აქვთ, მოსავალი დააზღვიონ ყველაზე გავრცელებული რისკებისგან, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ციტრუსების შემთხვევაში - საშემოდგომო ყინვა.
„ათწლეულების მანძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის რისკების გასანეიტრალებლად ყველაზე შედეგიანი, ფინანსურად გამართლებული და მარტივი გზა აგროდაზღვევაა. აგროდაზღვევა ფერმერს საშუალებას აძლევს იფიქროს არა მხოლოდ ფინანსური დანაკარგების ანაზღაურებაზე, არამედ წარმოების გაზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამიტომ დაზღვევა ყოველთვის ოპტიმალური გამოსავალია,“ - განაცხადა ალდაგის აგროდაზღვევის მიმართულების კოორდინატორმა ივანე ბუჯიაშვილმა.
ფერმერებს შეუძლიათ დააზღვიონ სხვადასხვა კულტურა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში კი დაზღვევა შეიძლება 3 წლით.
ალდაგში აგროდაზღვევის უპირატესობა კონკურენტული ფასი, ყველაზე სწრაფი ანაზღაურება და მომსახურების ხარისხია. მხოლოდ აგროდაზღვევის მიმართულებით ალდაგს ფერმერებისთვის 17 მილიონ ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული.