მოსავლის დაზღვევა
პროდუქტის აღწერა
მოსავლის დაზღვევა აგროსექტორში დასაქმებულთათვის
დააზღვიე მოსავალი, ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზარალისგან დაისარგებლე აგროდაზღვევის შეღავათიანი პირობებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაზღვევის საფასურის 70%-ის სუბსიდირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ვაზის შემთხვევაში კი სუბსიდირება 50%-ია.
სტიქიური მოვლენის შემთხვევაში, ალდაგი ანაზღაურებას ზარალის შეფასებიდან უმოკლეს დროში, ყველაზე სწრაფად აგინაზღაურებს.
შენ შეგიძლია დააზღვიო:
-
ვაზი
-
მარცვლული კულტურები
-
პარკოსანი კულტურები
-
ბოსტნეული კულტურები
-
ბაღჩეული კულტურები
-
ხეხილი
-
კენკროვანი კულტურები
-
კაკლოვანი კულტურები
-
სუბტროპიკული კულტურები
-
ციტრუსი
დამატებითი ინფორმაცია:
მოსავალი შეგიძლია დააზღვიო შემდეგი რისკებისგან:
-
სეტყვა
-
წყალდიდობა
-
ქარიშხალი
-
საშემოდგომო ყინვა - მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს პროგრამას „აგროდაზღვევა“, რომლის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება.
დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე
შეიძინე ახლავე
დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი ფინანსების დასაცავად