Complete home insurance

სახლის სრული დაზღვევა

გაგრძელება

სახლის დაზღვევა დაგეხმარებათ აარიდოთ თავი გაუთვალისწინებელ ხარჯებს და იყოთ მშვიდად სახლთან ან ბინასთან დაკავშირებული მოულოდნელობების შემთხვევაში.


სახლის სრული დაზღვევა ფარავს:

Explosion აფეთქება
Fire ხანძარი
დატბორვა დატბორვა
Lightning Strike მეხის დაცემა
Robbery, burglary, vandalism ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა
ბუნებრივი კატაკლიზმები ბუნებრივი კატაკლიზმები

სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას სრულად მიიღებთ.

შეგიძლიათ დააზღვიოთ სახლი სრულად:

  • კარკასი
  • რემონტი
  • შიგთავსი და ტექნიკა
  • მეზობლობა

რა არის მეზობლობის დაზღვევა?

მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა არის დამატებითი დაფარვა, რომლის ფარგლებშიც ანაზღაურდება ზარალი, რომელიც მიადგა მესამე პირის ქონებას თქვენს სახლში გაჩენილი ხანძრის, აფეთქების ან წყლის მილების მწყობრიდან გამოსვლის (დატბორვის) შედეგად.

ბინის გაქირავებასთან დაკავშირებული დაზღვევა

მოიჯარის პასუხისმგებლობა - ანაზღაურდება ზარალი, თუ დამქირავებელი დააზიანებს დაქირავებულ სახლს

მეიჯარის პასუხისმგებლობა - ანაზღაურდება ზარალი, თუ სახლში ყოფნისას, ქონების გამოყენების დროს დამქირავებელი დაზიანდება

საიჯარო შემოსავლის დაზღვევა - თუ სადაზღვევო შემთხვევის გამო სახლი ვერ გაქირავდება, დაკარგული შემოსავლის ანაზღაურება



question-mark icon

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

question-mark icon

როგორ სახლს ვერ დააზღვევთ?

ავარიული სტატუსის მქონე ბინა, კერძო სახლი, რომელიც არ გამოიყენება საცხოვრებელი მიზნებისთვის.

შესაძლებელია თუ არა შეიძინოთ მხოლოდ მეზობლობის დაზღვევა?

დიახ, შესაძლებელია

შესაძლებელია თუ არა შეიძინოთ მხოლოდ მოიჯარის/მეიჯარის ან საიჯარო შემოსავლის დაზღვევა?

ამ სამი დაფარვიდან ნებისმიერის დამატება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყიდულობთ ძირითადი ქონების დაზღვევას (კარკასს, რემონტს, შიგთავსს)

რა ვადით იდება სადაზღვევო ხელშეკრულება?

სადაზღვევო ხელშეკრულება იდება 1 წლის ვადით.

Როგორ ხდება სადაზღვევო პრემიის გადახდა?

სადაზღვევო პრემიის გადახდა შეგიძლიათ ერთიანად, კვარტლურად ან 6 თვეში ერთხელ.

აუცილებელია თუ არა სახლი თქვენს საკუთრებაში იყოს, რომ დააზღვიოთ?

შეგიძლიათ დააზღვიოთ სხვის საკუთრებაში არსებული სახლი, თუ გექნებათ ნებართვა მესაკუთრისგან.

რამდენ ხანში აგინაზღაურდებათ ზარალი?

სადაზღვევო თანხა ჩაირიცხება მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 დღეში

შესაძლებელია თუ არა სახლის დაზღვევა, თუ სარემონტო სამუშაოები არ დასრულებულა?

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას სახლს ვერ დააზღვევთ. თუმცა, როცა დაასრულებთ, შეგიძლიათ მაშინვე მოგვმართოთ.

შესაძლებელია თუ არა მშენებარე სახლის დაზღვევა?

დასაზღვევი ქონების მშენებლობა დასრულებული უნდა იყოს. შესაძლებელია ისეთი ქონების დაზღვევაც, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ამონაწერში ფიქსირდება როგორც მშენებარე.

დაგვიტოვეთ ნომერი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ

დაგვიტოვეთ ნომერი