მარაგების დაზღვევა
მოულოდნელი რისკებისგან გამოწვეული ხარჯები შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს მცირე ბიზნესისათვის. ამ ტიპის უსიამოვნებებისგან თავის დასაღწევად, საუკეთესო გადაწყვეტილება შენს საქმიანობაზე მორგებული სადაზღვევო პოლისის შეძენაა.
მარაგების დაზღვევა დაგეხმარება დაიცვა შენი კომპანიის აქტივები და თავიდან აიცილო გაუთვალისწინებელი ფინანსური დანაკარგები.
თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა შენობაში გაჩენილი ღია ცეცხლით, ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი სადაზღვევო პოლისის ფარგლებში ანაზღაურდება
თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა აფეთქების შედეგად, ზარალი სადაზღვევო პოლისის ფარგლებში ანაზღაურდება
თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა ატმოსფეროში ბუნებრივი გიგანტური ელექტრონული განმუხტვის შედეგად, ზარალი სადაზღვევო პოლისის ფარგლებში ანაზღაურდება
თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა თვითმფრინავის ან მისი ნაწილების ჩამოვარდნის შედეგად, ზარალი სადაზღვევო პოლისის ფარგლებში ანაზღაურდება
თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა ან დაიკარგა შეღწევით ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობის შედეგად, ზარალი სადაზღვევო პოლისის ფარგლებში ანაზღაურდება
თუ დაზღვეული ქონება განზრახ დააზიანა მესამე მხარემ, ზარალი სადაზღვევო პოლისის ფარგლებში ანაზღაურდება
თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა წყალ-საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლის შედეგად, ზარალი სადაზღვევო პოლისის ფარგლებში ანაზღაურდება
თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა შტორმის, ქარიშხლის, გრიგალის, სეტყვის, წყალდიდობის, მეწყრის, ზვავის ჩამოწოლის ან უხვთოვლიანობის შედეგად, ზარალი სადაზღვევო პოლისის ფარგლებში ანაზღაურდება
თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა მიწისძვრის ბიძგების შედეგად, ზარალი სადაზღვევო პოლისის ფარგლებში ანაზღაურდება
თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა ავტოტრანსპორტის შეჯახების შეედეგად, ზარალი სადაზღვევო პოლისის ფარგლებში ანაზღაურდება