პროდუქტის აღწერა

ქონების დაზღვევის ფარგლებში ალდაგი გთავაზობთ თქვენი ქონების, დასაწყობებული მარაგების, მანქანა-დანადგარების, სხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და საქმიანობის შეჩერების დაზღვევას.
სადაზღვევო პოლისი უზრუნველყოფს თქვენს ფინანსურ დაცვას კრიტიკული სიტუაციებისგან. მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი შემთხვევებით გამოწვეულმა ფინანსურმა ზარალმა შეიძლება სოლიდური ზიანი მიაყენოს თქვენს კომპანიას. ქონების დაზღვევა, როგორც რისკის მართვის მექანიზმი, მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდების საუკეთესო გზაა.

 

დაზღვევას ექვემდებარება
ბიზნეს სექტორის სხვადასხვა მიმართულება:

  • ოფისები (მათ შორის: ბანკები, ბიზნეს ცენტრები)
  • სასტუმროები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები, კლინიკები
  • ავტოგასამართი სადგურები, ნავთობის ბაზები
  • ქარხნები, საწარმოები, საამქროები და სხვა

სხვადასხვა ტიპის ქონება:

  • შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, საწარმო-ტექნოლოგიური ხაზები, სამეურნეო ინვენტარი
  • საკომუნიკაციო მოწყობილობები, მაღალი ძაბვის სისტემები და მსგავსი საწარმო-ტექნიკური დანიშნულების მექანიზმები და მოწყობილობები
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვა (ელექტროტექნიკა, კომპიუტერები და სხვა)
  • მარაგები, ინტერიერის საგნები, მოპირკეთება (ფანჯრის მინები, სარკეები, ვიტრინები და სხვა)

 

ალდაგში თქვენი ქონება დაზღვეული იქნება დაზიანების/განადგურების რისკებისგან შემდეგი მიზეზებით:

  • ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა
  • თვითმფრინავის ან სხვა საჰაერო  ტრანსპორტის ჩამოვარდნა
  • ავტოტრანსპორტის შეჯახება
  • წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და  მოულოდნელი  გამოსვლა
  • მიწისძვრა
  • წყალდიდობა
  • შტორმი, ქარიშხალი, უხვთოვლიანობა
  • ნიადაგის  ჩამოშლა, მეწყერი
  • ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა
  • მესამე მხარის მიერ განზრახ მიყენებული  ზიანი

 

საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევა
ქონების დაზღვევის პოლისით დაფარული რისკით დაზღვეული ქონების დაზიანების და/ან განადგურების შემთხვევაში თქვენ აგინაზღაურდებათ ქონების აღნიშნული ზიანის შედეგად საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული ზარალი.
აღნიშნული დამატებითი დაფარვის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ქონების დაზღვევის პოლისთან ერთად.

 

შეიძინე ახლავე
დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი ფინანსების დასაცავად