პროდუქტის აღწერა

ალდაგი გთავაზობთ  თქვენი ორგანიზაციის, როგორც დამქირავებლის, პასუხისმგებლობის  დაზღვევას. აღნიშნული პოლისი დაქირავებულისა და დამსაქმებლის ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს.
დამქირავებლის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს კომპანიის მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის  მოთხოვნის  საფუძველზე კომპანიის  მიზეზით  მისი  თანამშრომლის  დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში.   პოლისი   ასევე   ფარავს   სასამართლო   დავის  შედეგად წარმოქმნილ  ხარჯებს.


დაზღვევის ობიექტი და საგანი


დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის ობიექტს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,  წარმოადგენს დამსაქმებლისთვის¬ დაკისრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობა. დამქირავებელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მუშაკის  სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში დასახიჩრების ან სხვაგვარი დაზიანების შედეგად.

დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისით სადაზღვევო შემთხვევად ჩაითვლება და ანაზღაურდება ზიანი, რომელიც მიადგა მუშაკის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან მის ქონებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად. 


უბედურ შემთხვევად ჩაითვლება:

 

  • სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია სამუშაოს შესრულებისას მიღებული ტრავმებით, მწვავე მოწამვლით, სითბური დარტყმით, მეხის დაცემით, აფეთქებით, ავარიით, შენობის ნგრევით და სხვა საგანგებო სიტუაციებით, რომლებშიც მკაფიოდ ვლინდება დამსაქმებლის ბრალეულობა. 

  • პირადი ქონების დაზიანება ან განადგურება, რომელიც გამოწვეულია ხანძრით, აფეთქებით, მექანიკური დაზიანებით, მესამე პირთა კანონსაწინააღმდეგო ან/და ბრალეული ქმედებებით, რაც უშუალოდ უკავშირდება სამუშაო პროცესს.

შეიძინე ახლავე
დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი ფინანსების დასაცავად