Roamingo-ს 2GB ინტერნეტი საჩუქრად

Roamingo-ს 2GB ინტერნეტი საჩუქრად

04 სექტემბერი 2026
სამოგზაურო დაზღვევა

2 GB ინტერნეტი საჩუქრად ალდაგისგან!ალდაგისა და Roamingo-ს პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც 31 აგვისტოს ჩათვლით სამოგზაურო დაზღვევას ალდაგში შეიძენენ, საჩუქრად 2 GB ინტერნეტ პაკეტსა და ერთჯერად, 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზების გამოყენება შესაძლებელია ევროპის ქვეყნებში, გაერთიანებულ სამეფოსა და თურქეთში.
რა არის Roamingo?Roamingo ინოვაციური მობილური აპლიკაციაა, რომელიც მოგზაურებს ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, აპლიკაციას არ სჭირდება ფიზიკური SIM ბარათი და გაძლევთ შესაძლებლობას, შეიძინოთ ინტერნეტ პაკეტები მოქნილი პირობებითა და ბევრად დაბალ ფასად.
როგორ მიიღოთ საჩუქარი?სამოგზაურო დაზღვევის შესაძენად, ეწვიეთ: www.onlinetravel.aldagi.ge – ს შეიძინეთ დაზღვევა სპეციალური პირობებით. ალდაგის დაზღვევით 2 წლამდე ბავშვები უფასოდ მოგზაურობენ, 18 წლამდე მოზარდები კი 50%-იანი ფასდაკლებით. დაზღვევის შეძენის შემდგომ, 2 GB სასაჩუქრე ინტერნეტის გასააქტიურებლად:
  1. ჩამოტვირთეთ და გახსენით Roamingo-ს აპლიკაცია.
  2. გადადით განყოფილებაში „ჩემი პროფილი“.
  3. აირჩიეთ „გაიაქტიურე საჩუქარი“.
  4. შეიყვანეთ ალდაგისგან მიღებული საჩუქრის კოდი, დააჭირეთ ღილაკს „გააქტიურება“, ხოლო შემდეგ — „მიღება“.
მობილურ მოწყობილობაში eSIM-ის გასააქტიურებლად იხილეთ ინსტრუქცია.შენიშვნა: დამატებითი პაკეტის შეძენისას, 20%-იანი ფასდაკლება ავტომატურად ასახება Roamingo-ს აპლიკაციაში.