ინტერნეტ პაკეტის საჩუქრის გამოყენების ინსტრუქცია
სადაზღვევო კომპანია ალდაგისა და როუმინგოს პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები რომლებიც სამოგზაურო დაზღვევას ალდაგში შეიძენენ, მიიღებენ საჩუქრად 1GB ინტერნეტ პაკეტს, რომლის გამოყენებაც ევროპის ქვეყნებში, გაერთიანებულ სამეფოსა და თურქეთში იქნება შესაძლებელი.
Roamingo არის მობილური აპლიკაცია, რომელიც მოგზაურებს, მობილურ ინტერნეტს, eSIM ტექნოლოგიების საშუალებით სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM ბარათს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ინტერნეტ პაკეტები მოქნილი პირობებით ბევრად უფრო დაბალ ფასად შეიძინოს.
საჩუქრის მისაღებად, ჩამოწერეთ Roamingo-ს აპლიკაცია
- აირჩიეთ თქვენი პროფილი
- გაიაქტიურე საჩუქარი
- შეიყვანეთ მიღებული საჩუქრის კოდი, დააჭირეთ გააქტიურება-ს და შემდეგ მიღება-ს
მობილურ მოწყობილობაში eSIM-ის გასააქტიურებლად, ინსტრუქცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.