აღწერა:
ალდაგი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში
ძირითადი მოვალეობები:
- საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვის მიზნით პოტენციური კლიენტების მოძიება სხვადასხვა გზებით;
- პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
- კლიენტებთან შეხვედრის დანიშვნა, მოლაპარაკება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;
- ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით);
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში (ბანკში ან სადაზღვევო კომპანიაში).
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა
აუცილებელი უნარები:
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- შედეგზე ორიენტირებული
- ორგანიზებული და მოწესრიგებული
- მიზანდასახული
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კომფორტული სამუშაო გარემო
- მუდმივი ზრუნვა თანამშრომლის განვითარებაზე
- კონკურენტული ანაზღაურება
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.