ალდაგის შეთავაზება ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს
EV Power-თან პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებსაც ელექტრო ავტომობილები ალდაგში EV Power ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანია EV მძღოლებს შესთავაზოს ავტომობილების დამუხტვა სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში დამკვიდრდა ელექტრო მანქანების მოხმარების გამოცდილება. მომხმარებლების რაოდენობა, რომლებსაც ელექტრო მანქანების დაზღვევა სურთ, ყოველდღიურად იზრდება. ალდაგი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელშიც ყველაზე მეტი ელექტრო მანქანაა დაზღვეული, შესაბამისად, ვცდილობთ, მძღოლებს დაზღვევის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ინდივიდუალურად მორგებული პირობები და ისეთი უპირატესობები შევთავაზოთ, რომ მაქსიმალური კომფორტი მიიღონ ავტო დაზღვევით,“ - აცხადებენ ალდაგში;
ალდაგში, ელექტრო მანქანების დაზღვევაზე მომხმარებლები ინდივიდუალური პირობებით სარგებლობენ და მომსახურებას სპეციალურად დაკომპლექტებული გუნდისგან იღებენ, რომლებიც ინდუსტრიის მცოდნე სპეციალისტები არიან. ალდაგის ელექტრო მანქანების დაზღვევა, მაქსიმალური ანაზღაურებით ფარავს ყველა შესაძლო ან/და განსხვავებულ რისკს, რაც შეიძლება ელექტრო მანქანის ფლობას ახლდეს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ელემენტების შეკეთება ან/და შეცვლა, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.