ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევას სთვაზობს
5 წუთი
სიახლეები
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევას სთავაზობს, რომელიც სრულად პასუხობს საქართველოში შემოსვლისთვის აუცილებელ სამედიცინო დაზღვევის მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ვიზიტორების დაცვას მოგზაურობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრიდან, ტურისტებისთვის, სამოგზაურო დაზღვევა საქართველოში სავალდებულო გახდა. აღნიშნული რეგულაცია, ყველა უცხოელ ვიზიტორს, ავალდებულებს, საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას, წარადგინოს ვალიდური დაზღვევის პოლისი, რომელიც დაფარავს ჯანმრთელობის გადაუდებელ ხარჯებს. ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა სრულად აკმაყოფილებს კანონმდდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს სანდო გადაწყვეტას მათთვის, ვისაც სურს საქართველოში მოგზაურობა.
ალდაგის ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევის შეძენა შეუძლია ნებისმიერ ტურისტს, რომელიც გეგმავს საქართველოში მოგზაურობას და რომლის ასაკი არ აღემატება 70 წელს. პოლისის გაფორმება შესაძლებელია დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, travelgeorgia.aldagi.ge -ზე, რაც ვიზიტორებს აძლევს შესაძლებლობას მარტივად და სწრაფად უზრუნველყონ საქართველოში შემოსვლისთვის აუცილებელი დაზღვევა. დაზღვევა ხელმისაწვდომია ონლაინ ფორმატში, ციფრული პოლისითა და სწრაფი გააქტიურებით.
ალდაგის ვიზიტორთა სამოგზაურო დაზღვევა ფარავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა ჯანმრთელობის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ავადობისა და უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურებები, გადაუდებელი სტომატოლოგიური სერვისები, რეპატრიაცია და უბედური შემთხვევის დაზღვევა გარდაცვალების შემთხვევაში.
ვიზიტორებს შეუძლიათ აირჩიონ როგორც ფრანშიზიანი, ისე უფრანშიზო სამოგზაურო დაზღვევა საქართველოში, რაც დამატებით კომფორტს ქმნის.
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეულებს შეუძლიათ 24/7 რეჟიმში დაუკავშირდნენ ალდაგის ქოლ-ცენტრს და მიიღონ უწყვეტი მხარდაჭერა. ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა გათვლილია როგორც მოკლევადიან, ისე ხანგრძლივ ვიზიტებზე და წარმოადგენს სრულყოფილ გადაწყვეტას მათთვის, ვინც გეგმავს საქართველოში მოგზაურობას უსაფრთხოდ, კომფორტულად და კანონმდებლობის სრული დაცვით.