ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია
ალდაგი წელს TEDxTbilisi-ის ოფიციალური პარტნიორია. ღონისძიების მთავარი თემაა „პატარა ნაბიჯები“ - იდეა, რომ დიდი ცვლილებები და წარმატება სწორედ მცირე, თანმიმდევრული ნაბიჯებით იწყება. ღონისძიებაზე შვიდი სპიკერი წარდგება და აუდიტორიას ამ თემაზესაკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.
„35 წლის წინ სწორედ პატარა ნაბიჯებით დაიწყო ალდაგის განვითარების ისტორია და დღეს კომპანია ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს მოტივაციას აძლევს და უბიძგებს, გადადგან პატარა ნაბიჯები საკუთარი დიდი მიზნებისკენ,“ - აცხადებს ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგის დირექტორი.
სპიკერების გამოსვლის გარდა, 19 აპრილს, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს „ალდაგი“ სახალისო გათამაშებასაც შესთავაზებს, რომელშიც ჩართვა ნებისმიერ დამსწრეს შეეძლება.
TEDxTbilisi 2014 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ამ დროის განმავლობაში პლატფორმამ აუდიტორიას არაერთი საინტერესო სპიკერი გააცნო, შთააგონა დამსწრეები და შექმნა სივრცე ახალი იდეებისა თუ გამოცდილებების გასაზიარებლად.