ალდაგში ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან
სადაზღვევო კომპანია ალდაგში, ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან. 20 ივნისს დედაქალაქში მომხდარი ძლიერი სეტყვის შემდეგ, კომპანიაში 1200-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა. სეტყვამ ძირითადად ავტომობილები დააზიანა. ზიანი მოიცავს, როგორც საცალო, ისე კოპორატიულ ავტომობილებს.
არსებული გამოწვევის ფონზე, ალდაგის გუნდი აქტიურად მუშაობს მომხმარებლებთან ინდივიდუალური კომუნიკაციის გზით, დამდგარი ზარალის შეფასებასა და კონპენსაციის უსწრაფესად გაცემაზე. ავტომობილების ნაწილი უკვე შეფასებულია და თითოულ მომხმარებელთან ეტაპობრივად ავტომობილების აღდგენის ინდივიდუალური გეგმა თანხმდება.
ალდაგი ლიდერი კომპანიაა სადაზღვევო ბაზარზე, რაც დასტურდება როგორც MSME და კორპორატიულ, ისე საცალო დაზღვევის სეგმენტებში. კომპანიის პორტფელი 150,000-მდე დაზღვეულ მომხმარებელს აერთიანებს, რომელთაც 80-ზე მეტ მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს.
გასულ წელს, ალდაგის მიერ ანაზღაურებული ზარალების საერთო რაოდენობამ 110 მლნ ლარმდე შეადგინა.