ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრები მოყვება

ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრები მოყვება

სიახლეები

ალდაგში, ავტო დაზღვევის ზამთრის კამპანია დაიწყო. მომხმარებლები, რომლებიც ავტომობილს ალდაგში დააზღვევენ, ექსკლუზიურად, ზამთრის კამპანიის ფარგლებში შედგენილ სასაჩუქრე ნაკრებს ან/და ვაუჩერებს მიიღებენ. აქცია ძალაშია 31 იანვრის ჩათვლით.


სასაჩუქრე ნაკრებში, მომხმარებელს ავტომობილის მოვლისთვის საჭირო მრავალფეროვანი პროდუქტი დახვდება, რომელიც შექმნილია კომფორტისთვის და მძღოლებს საკუთარ მანქანაზე ზრუნვის შესაძლებლობას მისცემს;


“ზამთარი დაზღვევისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია. ავტო დაზღვევა, მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს ისეთი მნიშვნელოვანი საფიქრალისგან გათავისუფლდნენ, როგორიცაა ავტომობილთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯები. ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებელს დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ისეთი სარგებელი შევთავაზოთ, რომელიც მორგებულია მძღოლების საჭიროებებს და დაეხმარება მათ დაზღვევისგან მაქსიმალური კომფორტი მიიღონ,” - აცხადებენ "ალდაგში".


ალდაგის ავტო დაზღვევით სარგებლობა და ავტომობილის რისკებისგან დაცვა ნებისმიერ მძღოლს შეუძლია, იგი ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.


ალდაგის ავტო დაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.

სიახლეები

გაეცანით საინტერესო სიახლეებს