ქვეყნები სადაც სამოგზაურო დაზღვევა სავალდებულოა

ქვეყნები სადაც სამოგზაურო დაზღვევა სავალდებულოა

4 წუთი
ბლოგი

მოგზაურობა, ახალი კულტურების შეცნობა და საინტერესო ადგილების აღმოჩენა, ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გამოცდილებაა თქვენს ცხოვრებაში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსოფლმხედველობის გაფართოებისა და სიახლეების შეცნობის პარალელურად, დაუვიწყარი მომენტების მოზიარე ხდებით. თუმცა, მოგზაურობა გარკვეულ რისკებსაც უკავშირდება, რომელებიც შეიძლება თქვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას უკავშირდებოდეს. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ქვეყანა ტურისტებს ვიზიტის დაგეგმვის პროცესში სამოგზაურო დაზღვევის გათვალისწინებასაც სთხოვს. 

სამოგზაურო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს, როგორებიცაა სასწარაფო სამედიცინო მომსახურების საჭიროება, რეისის გადადება ან გაუქმება, დაკარგული, დაზიანებული ან მოპარული ბარგის ანაზღაურება და ა.შ. 

ამიტომ სანამ მომდევნო სამოგზაურო მარშრუტს განსაზღვრავდეთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ იმ ქვეყნების შესახებ, რომლებშიც სამოგზაურო დაზღვევის გარეშე შესვლა გაგიჭირდებათ. 

ქვეყნები, რომლებშიც დაზღვევა სავალდებულოა 

ქვეყნების მიერ სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევის მოთხოვნას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის დაცვა, ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერა. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ რამდენიმე ქვეყანა, რომელშიც სამოგზაურო დაზღვევა აუცილებელი მოთხოვნაა ვიზიტისთვის.

კუბა პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სამოგზაურო დაზღვევა ყველა ვიზიტორისათვის სავალდებულო გახადა. ეს გადაწყვეტილება 2010 წელს იქნა მიღებული. სამოგზაურო დაზღვევა, ერთი მხრივ, სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, იმ რისკებისაგან გიცავთ, რომლებიც ამ ქვეყანაში არსებობს. მაგალითად, კუბა კრიმინალის მაღალი დონით გამოირჩევა, რაც იმას გულისხმობს, რომ მოგზაურობისას, განსაკუთრებით კი დღესასწაულების პერიოდში, ხშირია ქურდობის ფაქტები. შესაფერისი პოლისით სარგებლობისას კი თქვენი სავარაუდო დანაკარგი ანაზღაურდება. კუბაზე სამოგზაურო დაზღვევის მინიმალური დაფარვის ოდენობა 50,000 აშშ დოლარითაა განსაზღვრული.

ეკვადორი მოითხოვს, რომ ტერიტორიაზე შესვლის მსურველს სათანადო სამოგზაურო დაზღვევა ჰქონდეს, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სიკვდილის შემთხვევაში, რეპატრიაციის ხარჯებს ფარავს. ეს წესი განსაზღვრულია ქვეყნის მიგრაციის კანონში და მიზნად ისახავს დაიცვას, როგორც ვიზიტორების, ისე ეკვადორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა. მიგრაციის ოფიცერს შეუძლია ეკვადორში შესვლისას დაზღვევის არსებობა შეამოწმოს და არ არსებობის შემთხვევაში ქვეყანაში არ შეგიშვათ. სამოგზაურო დაზღვევის მინიმალური დაფარვის ოდენობა აქ კანონით არ არის განსაზღვრული. თუმცა, ზოგადი რეკომენდაციაა, რომ მოგზაურებს ჰქონდეთ პოლისი, რომელიც სამედიცინო ხარჯების დაფარვას მინიმუმ 50,000 აშშ დოლარის ოდენობით უზრუნველყოფს. 

სამოგზაურო დაზღვევა სავალდებულია არაბთა გაერთიანებული საემიროების ვიზიტორებისთვისაც. ეს წესი 2018 წლიდან ამოქმედდა და ის ყველა ტურისტზე და ტრანზიტზე მყოფ მგზავრზე ვრცელდება, განურჩევლად მოქალაქეობისა და ასაკისა. ვიზიტორებს მოეთხოვებათ წარადგინონ სამოგზაურო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი ვიზის მიღებისას ან საემიროებში ჩასვლისას. სავალდებულოა, რომ დაზღვევის მინიმალური მოცულობა 150,000 დირჰამს (დაახლოებით $40,000) შეადგენდეს. დაზღვევამ უნდა დაფაროს მთელი ვიზიტის პერიოდი და მოიცავდეს: გადაუდებელ სამედიცინო დანახარჯებს, უბედური შემთხვევის შედეგად სიკვდილს ან შრომისუუნარობას, სხეულის რეპატრიაციას გარდაცვალების შემთხვევაში. სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევის ინიციატივის მიზანი ვიზიტორების დაცვა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა.

სინგაპურში, 2023 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი წესი, რომლის მიხედვითაც ყველა უცხოელმა ვიზიტორმა, რომელიც ნებისმიერი ტიპის ვიზით ჩადის, აქტიური სამოგზაურო დაზღვევა უნდა წარადგინოს. სავალდებულოა, რომ დაზღვევა მოიცავდეს მინიმუმ 30,000 სინგაპურის დოლარის (დაახლოებით 22,000 აშშ დოლარი) დაფარვას სამედიცინო ხარჯებისთვის. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიუხედავად იმისა, რომ სამოგზაურო დაზღვევა სამართლებრივად სავალდებულო არ არის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და საიმიგრაციო სამსახური (USCIS) მკაცრ რეკომენდაციას გასცემს ყველა ვიზიტორისათვის, რომ შესაბამისი სამოგზაურო დაზღვევა შეიძინონ. სამედიცინო მომსახურების ხარჯები აშშ-ში ძალიან მაღალია და მოულოდნელმა ავადმყოფობამ ან უბედურმა შემთხვევამ შესაძლოა ათობით ან ასობით ათასი დოლარის ხარჯი გამოიწვიოს, რაც ბევრი ვიზიტორისათვის დიდ ზარალთან იქნება დაკავშირებული. აშშ-ში მოგზაურობისას დაზღვევის მინიმალური დაფარვის ოდენობა კანონით არ არის განსაზღვრული, რადგან სამოგზაურო დაზღვევა ქვეყანაში არ რეგულირდება. 

აშშ-ის მსგავსად სამოგზაურო დაზღვევა ისრაელშიც არაასავალდებულო, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად ურჩევს ყველა ვიზიტორს, სამოგზაურო დაზღვევის შეძენას რომელიც სამედიცინო დაფარვას მოიცავს. 

როგორ შეარჩიოთ სწორი სამოგზაურო დაზღვევა სხვადასხვა ქვეყნისთვის?

სწორი პოლისის არჩევა შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკური მოთხოვნები და თავისებურებები უნდა გაითვალისწინოთ. გიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ, იპოვოთ თქვენი მოგზაურობისათვის შესაფერისი პაკეტი.

პირველ რიგში, გაარკვიეთ, აქვს თუ არა ქვეყანას სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევის მოთხოვნები. ამის შემდეგ, ყურადღებით განიხილეთ დაფარვის კომპონენტები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სამედიცინო დაფარვას, მათ შორის გადაუდებელ სამედიცინო ხარჯებს, ჰოსპიტალიზაციას, სამედიცინო ევაკუაციასა და რეპატრიაციას. განიხილეთ თქვენი დანიშნულების ადგილის ჯანდაცვის სისტემა და სამედიცინო მომსახურების ხარჯები, რათა დაფარვის ადეკვატური დონე განსაზღვროთ.

გაითვალისწინეთ ნებისმიერი სპეციფიკური აქტივობა ან გარემოება, რომელიც დაკავშირებულია თქვენს დანიშნულების ადგილთან. მაგალითად, თუ გეგმავთ ისეთი ექსტრემალური სპორტის სახეობებში ჩართვას, როგორებიცაა კლდეზე ცოცვა ან სათხილამურო სპორტი, დარწმუნდით, რომ თქვენი პოლისი ასეთ აქტივობებსაც ფარავს

წინასწარ გაარკვიეთ, სადაზღვევო პაკეტი მოიცავს თუ არა ქრონიკული ან/და მოგზაურობამდე არსებული დაავადებების გართულების შემთხვევაში უზრუნველყოფას. 

ბოლოს, ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ პოლისის წესები და პირობები. გაეცანით გამონაკლისებს, შეზღუდვებს და ფრანშიზებს, იმისათვის, რომ ზუსტად იცოდეთ, რა არის და რა არ არის დაფარული პოლისის მიერ. 

FAQ

როგორ უნდა შევიძინო სამოგზაურო დაზღვევა?

სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ,,ალდაგის” ვებგვერდზე, ტელეფონით ან ალდაგის ნებისმიერ ფილიალში.

რა არის სამოგზაურო დაზღვევის მოქმედების არეალი?

სამოგზაურო დაზღვევის მოქმედების არეალი მსოფლიოს მასთაბით, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყანაა.

რა გარემოებებზე ვრცელდება ,,ალდაგის” სამოგზაურო დაზღვევა?

სამოგზაურო დაზღვევა ფარავს სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის უბედურ შემთხვევას, ავადმყოფობას, სამედიცინო ხარჯებს, ბარგის დაკარგვას, რეისის გაუქმებას და სხვა.

რა ვიმოქმედო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას? 

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უნდა დაუკავშირდეთ. დახმარებას ნებისმიერი ქვეყნიდან 24/7 რეჟიმში მიიღებთ.

სიახლეები

გაეცანით საინტერესო სიახლეებს